Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო სასამართლოდან საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნამდე


გასული სამუშაო კვირის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემებს აქტუალობა ძირითადად შესძინა აგვისტოს ომის მერვე წლისთავის აღსანიშნავმა ღონისძიებებმა.

წელს, ისევე როგორც გასული წლების განმავლობაში, 2008 წლის ხუთდღიანი ომის შედეგების თაობაზე გაკეთებულ განცხადებებში ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაცია 2008 წლის შემდეგ კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების ოკუპაციას და უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. 8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგეს პატივი, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, განაცხადა, რომ რუსეთს აგვისტოს ომის ირგვლივ არსებულ შეკითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი:

“ქართველი ჯარისკაცების გმირობა დღესაც წელში გვმართავს და მომავლის იმედს გვაძლევს. რეალობა ის არის, რომ რუსეთი ვერასოდეს

ეს შავი ლაქა - ჯერ ოკუპაცია და შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე თითქოსდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება - ეს იქნება ის პრობლემა, რომელიც რუსეთს მუდმივად წინ დაუდგება.

გაექცევა იმ უსამართლობას, რაც ჩაიდინა მისი მეზობელი ერის წინააღმდეგ. ეს შავი ლაქა - ჯერ ოკუპაცია და შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე თითქოსდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება - ეს იქნება ის პრობლემა, რომელიც რუსეთს მუდმივად წინ დაუდგება. ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ და არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს, მაგრამ რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი იმაზე, რანაირად გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი მცირე ერის წინააღმდეგ“.

აგვისტოს ომის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ, რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მტკიცედ ატარებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადება მოჰყვა. 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება - დოკუმენტი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ - არ არსებობს, ნათქვამია ამ განცხადებაში: „სინამდვილეში საუბარია კონფლიქტების დარეგულირების 6 პრინციპზე, რომელიც რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბეს და ქართულ, ოსურ და აფხაზურ მხარეებს ცალ-ცალკე შესთავაზეს ხელმოსაწერად“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ზემოხსენებულ განცხადებაში კი ჩამოთვლილია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული დანაშაულებანი, როგორიცაა მცოცავი ანექსია, საქართველოს მოქალაქეების გატაცებები, უკანონო დაკავებები და სხვა.

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის გამო, 11 მოქალაქის სახელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ, საქმის მოგების შემთხვევაში, უშუალოდ მომჩივანი 11 მოქალაქის გარდა, მოგებულები დარჩებიან ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 104 სოფლის მცხოვრებნიც:

ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაციის შედეგად დაირღვა ჩვენი მოქალაქეების უფლებები - კერძოდ, მათი საკუთრების უფლებები.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაციის შედეგად დაირღვა ჩვენი მოქალაქეების უფლებები - კერძოდ, მათი საკუთრების უფლებები. მათ წაართვეს სახნავ-სათესი მიწები, საცხოვრებელი სახლები, სხვა ნაგებობები და შესაძლებლობები, რომ მათ დაემუშავებინათ მიწა ადგილზე. ასევე მათ არა აქვთ უფლება, რომ გადავიდნენ და ილოცონ იმ სალოცავებში, რომლებიც მოხვდა საოკუპაციო ზოლის იქით. მათ არა აქვთ საშუალება, რომ მოინახულონ თავიანთი ოჯახის წევრების საფლავები. ეს არის ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის კონკრეტული დებულებების უხეში დარღვევა“.

სამოქალაქო სპექტრის ყურადღება გასულ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს კრიზისმა მიიპყრო. საქმე ისაა, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და მისმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ ქართული საზოგადოებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელზე სპეციალური მიმართვა გაავრცელეს. მიმართვაში მათ „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიზებასა და სასამართლოში კრიზისის შექმნაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ღია წერილში საუბარია სასამართლოში ოფიციალურად შესული სარჩელების ფარულად ცვლაში, რითაც მოსამართლეთა ერთ ჯგუფსა და გარკვეულ მოსარჩელეებს შორის ფარული თანამშრომლობის ნიშნები იკვეთება; საუბარია, აგრეთვე პოლიტიკურად საინტერესო სარჩელების გამოყოფასა და მათი უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში განხილვაზე. ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის წერილი პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის ოპონირების საგანი გახდა, თუმცა მიმართვამ პოლიტიკური თანამოაზრეების ცალსახა მხარდაჭერაც დაიმსახურა. მათ შორისაა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი:

“დაგეგმილი იყო საქართველოში კონსტიტუციური კრიზისის შექმნა და ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეკვეთა. საარჩევნო კოდექსის შესახებ სარჩელი უნდა განხილულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიაზე, რომელშიც შედიან პაპუაშვილი, ვარძელაშვილი, ირემაძე და კოპალეიშვილი. ამ კოლეგიაზე ორი კაცის ხმა საკმარისი იყო, რათა გაეჩერებინათ საქართველო. რომ არ მიგვეღო კანონი, რომელიც სარჩელის განხილვის საშუალებას იძლევა არა კოლეგიაზე, არამედ პლენუმზე, სარჩელს განიხილავდა პირველი კოლეგია, რომელიც საკუთარ კოლეგიად ჩამოაყალიბა ‘ნაციონალურმა მოძრაობამ’“.

დაგეგმილი იყო საქართველოში კონსტიტუციური კრიზისის შექმნა და ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეკვეთა.

საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხზე დაპირისპირებას, თავის მხრივ, გასულ კვირაში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც მოუწოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და პოლიტიკოსებს თავი შეიკავონ საჯარო დისკუსიებში მონაწილეობისგან. გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ჩართვა პოლიტიკურ პროცესში აზიანებს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ ინსტიტუტს. მანვე 9 აგვისტოს უარი განაცხადა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე, რომლის მთავარი შეკითხვა, საინიციატივო ჯგუფის წევრების მოთხოვნით, უნდა ყოფილიყო: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ პრეზიდენტმა რეფერენდუმის მოთხოვნაზე თავისი უარყოფითი გადაწყვეტილება შემდეგი არგუმენტებით დაასაბუთა:

“კანონში გარკვევით წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მე, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, ვალდებული ვარ, პირველ რიგში, დავიცვა ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოდან რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ამ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს ოკუპანტს“.

თავისი უარის მეორე მიზეზად კი საქართველოს პრეზიდენტმა დაასახელა ის, რომ საინიციატივო ჯგუფის წინადადებაში წარდგენილი ფორმულირება რეფერენდუმს არ ექვემდებარება და ეს საკითხი უკვე განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

ამ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს ოკუპანტს“.

გასულ კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხიც დაისვა და მისი ინიციატორები ერთმანეთის მიყოლებით აღმოჩნდნენ „გაერთიანებული დემოკრატების“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. ეს უკანასკნელი კონსტიტუციის პრეამბულაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების გამოკვეთის მომხრეა:

“იქ, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რისთვის სჭირდება მას სახელმწიფო, დაემატოს ფრაზა: „დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევრო-ატლანტიკურ სისტემაში. მე ვაწერ ხელს და დარწმუნებული ვარ, ეს დოკუმენტი ძალიან მალე ოფიციალურ ინიციატივად იქცევა“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანახმად, მომავალი კვირის დასაწყისში, კერძოდ, 15 აგვისტოს, ბიუროს სხდომაზე განიხილება განაცხადი, რომელიც პარლამენტში შეიტანეს საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის, ნინო ბურჯანაძემ. ისინი აპირებენ შეაგროვონ ხელმოწერები, რათა კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ საქართველო არც ერთ ბლოკში არ გაწევრიანდება. საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის კონსტიტუციური ჩანაწერის თემით სპეკულირება, ანუ მოთხოვნა იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციურად აეკრძალოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, დავით უსუფაშვილის თანახმად, დაუშვებელია. იგი კოლეგებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ მის ინიციატივას, რომელიც სწორედ საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეთა წინააღმდეგაა მიმართული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG