Accessibility links

logo-print

საქართველოში კვლავ სცადეს ფარული ჩანაწერების გავრცელება


საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, 31 მარტს დილით ისევ ჰქონდა ადგილი პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გავრცელების მცდელობას, თუმცა ადრესატებმა მასალა არ გაასაჯაროვეს და ვიდეოებიც მალე დაიბლოკა. ამასთან დაკავშირებით, კამპანია "ეს შენ გეხებაში" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვონ, რომ გამოძიება სხვა პროკურორს ჩაბარდეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან შემდგარი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი აგრძელებს გამოძიებას პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად. ასევე, საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში გამოძიების საჭიროებებიდან გამომდინარე აქტიურად თანამშრომლობს უცხო ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG