Accessibility links

logo-print
განმეორებითი კენჭისყრის შედეგად, რომელიც 14 ოქტომბერს სიღნაღის საარჩევნო ოლქის ვაქირის მე-5 უბანში ჩატარდა, კოალიცია "ქართულ ოცნებას" კახეთში კიდევ ერთი მაჟორიტარი შეემატა. ეს არის წინასწარი მონაცემები, თუმცა სიღნაღის საოლქო კომისიაში განაცხადეს, რომ მდგომარეობა, სავარაუდოდ, აღარ შეიცვლება. კენჭისყრამდე სიღნაღში მაჟორიტარული სისტემით არჩევნებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი იგებდა, მაგრამ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა: კოალიციის კანდიდატს, გელა გელაშვილს, უბანზე მისული 600-ზე მეტი ამომრჩევლიდან 527-მა მხარდაჭერა გამოუცხადა. გელაშვილმა გამარჯვება უკვე იზეიმა და თქვა, რომ 1 ოქტომბერსაც იგივე შედეგი დადგებოდა, შემაჯამებელი ოქმი რომ არ გადაეკეთებინათ:

„როგორც კი მოიხსნა ხალხის შიში და ტერორი, შედეგიც დაიდო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სახელმწიფო სტრუქტურა იყო ჩართული განმეორებით კენჭისყრაში, მაინც გავიმარჯვეთ. საარჩევნო უბანზე იყვნენ: რაიონის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, სოფლების რწმუნებულები - აბსოლუტურად ყველა იყო ამ სიტუაციაში ჩართული. ნორმალური არჩევნები რომ ჩატარებულიყო ქვეყნის მასშტაბით, დამერწმუნეთ, ყველგან ეს შედეგი დაიდებოდა.
ხალხი ელოდება შრომის პირობების გაუმჯობესებას, შრომის ანაზღაურების გაზრდას და, რაც მთავარია, ჩვენი რაიონი არის აგრარული რაიონი ...

იმას, თუ როგორ მიმდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდი და უშუალოდ არჩევნების დღე, კახეთში თვალყურს ადევნებდა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი და დამკვირვებელი ალექსი ტუსნიაშვილი. მისი თქმით, დაფიქსირდა დარღვევები, თუმცა ეს არჩევნები სხვა არჩევნებისგან განსხვავებული იყო:

„აღნიშნულმა არჩევნებმა ჩაიარა შედარებით მშვიდ ვითარებაში. მიუხედავად გარკვეული პროცედურული დარღვევებისა, დღის განმავლობაში პროცესი მიმდინარეობდა სტაბილურად, განსხვავებით სხვა წლებში ჩატარებული არჩევნებისაგან. ჩვენ მოველოდით, რომ უფრო დიდი დარღვევები იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ჩვენი მიზანი არ არის საჩივრების დაწერა, ჩვენ გვინდა სამართლიანი არჩევნები და პროცედურების სრული დაცვა.“

ახალი მთავრობის საკანონმდებლო ორგანოში შეკრებას და ცვლილებების დაწყებას ელოდებიან რიგითი ადამიანები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. ნევროპათოლოგი მევლუდ ღამბაშიძე ამბობს, რომ ცვლილებები ყველა სფეროს უნდა შეეხოს, მათ შორის, ჯანდაცვას:
ძალიან დიდი რამეა, როცა აღარავისი აღარ გეშინია, ხალხმა ხმა ამოიღო და დიდ მოლოდინშია. ისინი ელოდებიან ცვლილებებს სხვადასხვა სფეროში ...

„ხალხი ელოდება შრომის პირობების გაუმჯობესებას, შრომის ანაზღაურების გაზრდას და, რაც მთავარია, ჩვენი რაიონი არის აგრარული რაიონი, ხილ–ბოსტნეულის მწარმოებელი, და სოფლის მეურნეობის მუშაკები ელიან საკუთარი შრომის დაფასებას.“

ცვლილებებს ელოდება ლაგოდეხში მუსიკალური სკოლის პედაგოგი ლალი ევდუშენკოც. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების ყველაზე მთავარი მონაპოვარია შიშისა და ზეწოლისგან რიგითი ადამიანების გათავისუფლება. მას იმედი აქვს, რომ განათლებასთან ერთად კულტურის სფეროსაც დიდი ყურაღება მიექცევა:

„ძალიან დიდი რამეა, როცა აღარავისი აღარ გეშინია, ხალხმა ხმა ამოიღო და დიდ მოლოდინშია. ისინი ელოდებიან ცვლილებებს სხვადასხვა სფეროში. მე პედაგოგი ვარ და ვიცი: განათლება არის განადგურებული, ასევეა კულტურა, სოფლის მეურნეობა.“

საზოგადოება ცვლილებების მოლოდინშია. ცესკო არჩევნების საბოლოო მონაცემებს 20 ოქტომბრამდე გამოაქვეყნებს. დღევანდელი მდგომარეობით კი, კახეთის 8 საარჩევნო ოლქიდან 4 რაიონში გამარჯვება "ნაციონალების" კანდიდატებმა მოიპოვეს, 4-ში კი კოალიცია "ქართული ოცნებისამ".

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG