Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

არამიზნობრივად დახარჯული ფული ლაგოდეხსა და გურჯაანში


ლაგოდეხი
ლაგოდეხი

„ლაგოდეხის ადგილობრივი ბიუჯეტიდანბოლო ორი წლის განმავლობაში რესტორნების მომსახურებაზე 70 ათას ლარამდე დაიხარჯა“,- ეს ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

მაკონტროლებელი უწყების მონაცემებით, კახეთის გუბერნატორის, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლების, კახეთის მუნიციპალიტეტების გამგებლების, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლების, ასევე დეპუტატებისადა საარჩევნო კამპანიაში ჩართულისხვა პირებისთვისგაშლილი სუფრები ლაგოდეხისმუნიციპალიტეტს 2013 წელს 29 ათას 200 ლარი, ხოლო 2014 წელს 25 ათას 100 ლარი დაუჯდა.

ამავე ხანებში ადგილობრივ ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხები არცსაკუთარი გემოვნების დასაკმაყოფილებლად დაუზოგავს და მინერალურიწყლის, ძეხვეულის, შებოლილი ხორცის, ზეთისხილის, სხვადასხვა დასახელების ყავისა დაშოკოლადის, მათ შორის,კონიაკის შესაძენად 7 ათას 300ლარი დახარჯა.

ლაგოდეხის გამგებლი კახა ჯამბურია ამბობს, რომ ყავა, შოკოლადი და ძეხვეული მისი გამგებლობის პერიოდშიშეიძინეს, რასაც მიზანშეწონილადმიიჩნევს, ხოლო რესტორნების მომსახურებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს.

„ყავის და შოკოლადის შეძენას მუნიციპალიტეტი ახლაც ახდენს. რაც შეეხება ძეხვეულს, ჩვენ ის ნამდვილად ვიყიდეთ და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებს გავუმასპინძლდით. სხვა ხარჯები ჩემი მუშაობის პერიოდში არ ყოფილა“.

პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც გამგებელი არ კისრულობს, გამგებლის მოადგილეს იოსებ ტყემალაძეს ეკუთვნის, რომელიც 2014 წლისიანვრიდან, ივნისის ჩათვლით, გამგებლის მოვალეობას ასრულებდა.ის ახლა გამგებლის, კახა ჯამბურიას, მოადგილეა და ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩართული და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გამასპინძლება აუცილებლობით იყო გამოწვეული:

„მე მაინტერესებს, თავად აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს სტუმარი რომ მისდით, რას აკეთებენ? ხომ იციან, რაშიც დაიხარჯა ფული, რაღას მედავებიან?!“

„ფინანსური დარღვევები და მილიონობით გაფლანგული ლარი“, - ასეთია სახელმწიფო აუდიტისკვლევის შედეგები გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

36-გვერდიან დოკუმენტში მოხვდა 2013–2014 წლებში განხორციელებული არაერთი პროექტი. მუნიციპალიტეტისმაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი თვლის, რომ მაკონტროლებელი უწყების მიერ გამოქვეყნებული ანგარიში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ამ საქმეში შესაბამისი უწყებები უნდა ჩაერთონ. გურჯაანის გამგებელი გია გერგიძე მაკონტროლებელი უწყების დასკვნასა და ოპოზიციის ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს.

„ლაპარაკია ხალხის ფულის - რამდენიმე მილიონის - ხარჯვაზე. აქ შეინიშნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რომლითაც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

რას ფიქრობს მოსახლეობა რესტორნებში გადასახადის გადამხდელთა ფულით გაშლილ სუფრებსა და მილიონობით გაფლანგულ თანხებზე? - აი, რა პასუხს იძლევა ამ კითხვაზე ხალხი:

„რატომ ხარჯავენ ათასებს, როცა ხალხი მშიერია? საქეიფოდ გვაქვს საქმე?“

„რატომ უნდა იქეიფონ ჩვენი ბიუჯეტიდან? ეს არასწორია“.

„მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენც ხალხი ვართ და ყურადღება გვინდა“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გურჯაანსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში 2013-2014 წლების საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის საკითხი შეისწავლა. უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ორივე მუნიციპალიტეტში 2014 წელს უშტატო თანამშრომელთა რაოდენობაც გაიზარდა,რამაც ფინანსებისარაგონივრული ხარჯვა გამოიწვია. აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნული თანხები მუნიციპალიტეტებსმოსახლეობის დახმარების კუთხით უნდა გამოეყენებინათ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG