Accessibility links

logo-print

ინტერნეტგამოცემა livepress.ge, რომელიც ხუთი წელია ზუგდიდში ფუნქციონირებს, საინფორმაციო მასალებს მომხმარებლებს ამიერიდან აფხაზურ ენაზეც შესთავაზებს. გამოცემას რუსული და აფხაზური ვერსია ახალი წლიდან დაემატა. სიახლემ ხელი უნდა შეუწყოს არაქართულენოვანი მოქალაქეების უკეთ ინფორმირებას, განსაკუთრებული აქცენტი კი, ამ მხრივ, ოკუპირებულ აფხაზეთზე კეთდება.

იმ ფონზე, როცა ოკუპირებულ რეგიონში საინფორმაციო საშუალებები ძირითადად რუსულენოვანია, მკითხველისთვის მსგავს შეთავაზებას livepress.ge-ს მთავარი რედაქტორი „უპრეცედენტოს“ უწოდებს. გერონტი ყალიჩავამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ საკმაოდ რთული აღმოჩნდა აფხაზური ენის სპეციალისტის მოძიება:

გერონტი ყალიჩავა

გერონტი ყალიჩავა

„გაჭირდა თარჯიმნის მოძიება, მაგრამ ვიპოვეთ ადამიანი, რომელმაც კარგად გაართვა თავი ქართულიდან აფხაზურზე თარგმნას. ის ოპერატიულად თარგმნის და გვაწვდის ჩვენ მასალას, რომელსაც ასევე ოპერატიულად ვაქვეყნებთ. აფხაზეთში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ, რა ხდება დანარჩენ საქართველოში - აინტერესეთ, მაგალითად, ჯანდაცვის საკითხები, განათლების საკითხები; აინტერესებთ, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც წლების წინ დატოვეს რეგიონი“.

გერონტი ყალიჩავას განცხადებით, აფხაზურ მასალებს სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა გამოხმაურება. დაინტერესდნენ ახალი ამბით, რომელიც აფხაზეთში ელექტროენერგიაზე დაწესებულ განრიგს შეეხებოდა. მასალა პასუხობდა აფხაზური სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკის დაწესების მიზეზად კომპანია „ჩერნომორენერგოს“ დირექტორი ასლან ბასარია ენგურჰესზე წყლის მარაგის შემცირებას ასახელებდა:

„ფეისბუქზე მოგვწერა რამდენიმე ადამიანმა, რომლებსაც აინტერესებდათ ელექტროენერგიაზე ჩვენი მასალა, სადაც „ენგურჰესი“ განმარტავდა, რომ აფხაზეთს ელექტროენერგიას აწვდის, როგორც ადრე“.

ჩვენთან, აფხაზეთის პირველ საჯარო სკოლაში, აფხაზურ ენაზე ტარდება გაკვეთილები. ამ თემასაც ჰქონდა მოწონება და გამოხმაურება. აღინიშნა, რომ ეს კარგი ინიციატივაა და წარმატებებიც გვისურვეს...

ნინო თოლორაია, რომელიც „ლაივპრესში“ დაარსების დღიდან მუშაობს, აღნიშნავს, რომ „ფეისბუქში“ მისი აფხაზი მეგობრები სიახლემ ერთგვარად გაააქტიურა. ჟურნალისტის თქმით, სულ რამდენიმე დღეა ვებგვერდს აფხაზური ვერსია დაემატა და სტატიების ნაწილი სოციალური ქსელების საკუთარ გვერდებსა და ფორუმებზე უკვე გაიზიარეს მკითხველებმა:

„ერთი სტატია ეხებოდა კულტურას. რუშნი ჯოპუა - არის ასეთი აფხაზი არტისტი. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩვენ მის ქართველ ნაცნობს დავუკავშირდით და ამას ჰქონდა გამოხმაურება აფხაზებში. ასევე იყო გამოხმაურება კიდევ ერთ მასალაზე. ჩვენთან, აფხაზეთის პირველ საჯარო სკოლაში, აფხაზურ ენაზე ტარდება გაკვეთილები. ამ თემასაც ჰქონდა მოწონება და გამოხმაურება. აღინიშნა, რომ ეს კარგი ინიციატივაა და წარმატებებიც გვისურვეს“.

აფხაზურ ენაზე მომზადებულ ვებგვერდს დაემატა ასევე ახალი რუბრიკა, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ გამოგზავნონ მასალები, - როგორც ფოტოვიდეო, ისე ბეჭდურ ფორმატში, - რომელსაც „ლაივპრესი“ რედაქტირების გარეშე გამოაქვეყნებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG