Accessibility links

logo-print

ომბუდსმენი ლაფანყურის საქმეზე


ლაფანყური, 2012 წლის 29 აგვისტო

ლაფანყური, 2012 წლის 29 აგვისტო

საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს ხელახლა გამოიძიონ ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე. ამასთან, გამოძიება უნდა აწარმოოს არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ მთავარმა პროკურატურამ. უჩა ნანუაშვილის თქმით, ომბუდსმენის აპარატმა და სახალხო დამცველთან შექმნილმა საზოგადოებრივმა საბჭომ ერთწლიანი მუშაობის შედეგად გამოკვეთა საქმეში არსებული არაერთი ბუნდოვანი საკითხი, რომლებსაც გამოძიებამ უნდა მოჰფინოს ნათელი. ლაპარაკია 2012 წლის 28-29 აგვისტოს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რომლის შედეგად დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი, ერთი სამხედრო ექიმი და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. მოგვიანებით შიგანან საქმეთა სამინისტრომ დააზუსტა, რომ მოკლულია დაjგუფების არა 11, არამედ 7 წევრი. რა ხარვეზები აღმოაჩინა სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილმა საზოგადოებრივმა საბჭომ ლაფანყურის ოპერაციის საქმეში?

საზოგადოებრივი საბჭოს მიერ შეკრებილი მასალების მიხედვით, შეიარაღებული ჯგუფის შვიდი დაღუპული წევრიდან ხუთი - ასლან მარგოშვილი, დუკვახა დოშუევი, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი, სალამ ზაურბეკოვი და ჯაბრაილ ხაშიევი -ოფიციალურად 2012 წლის 28-29 აგვისტოს საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდნენ. ანგარიშის მიხედვით, სასაზღვრო პოლიციიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ: "რუსეთის მოქალაქე ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი საქართველოში 2012 წლის 1-ელ ივლისს შემოვიდა, ხოლო 2012 წლის 3 ივლისს ქვეყანა ყაზბეგის გამშვები პუნქტით დატოვა. 2010-2012 წლებში საქართველოს საზღვარი არაერთხელ აქვს გადმოკვეთილი რუსეთის მოქალაქე დუკვახა დოშუევს, რომელმაც საქართველო 2012 წლის 2 ივლისს სარფის გავლით დატოვა. სპეცოპერაციამდე საქართველო დატოვა რუსეთის კიდევ ერთმა მოქალაქემ, ჯაბრაილ ხაშიევმა, რომელმაც, როგორც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, 2012 წლის ზაფხულში არაერთხელ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი:

„ჩვენი ინფორმაციით, დადგენილია, რომ რეალურად შეიარაღებული ჯგუფის წევრები არ გადმოსულან ჩრdილო კავკასიიდან. ასევე აღმოჩნდა, რომ არასწორია თავიდან დასახელებული დაღუპულთა რაოდენობა. ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ დახოცილთა გვამებს არ ჩაუტარდა სასამართლო ექსპერტიზა“.

როდესაც რამდენიმე თვის წინ ამ საბჭოს ფარგლებში ვიმყოფებოდით სოფელ ლაფანყურში, იმ ადგილზე, სადაც უშუალოდ ეს ოპერაცია განხორციელდა, მოვიპოვეთ ნივთმტკიცებები, რომლებიც არ იყო ამოღებული გამოძიების მიერ...

უჩა ნანუაშვილის თქმით, გამოძიებისათვის გადაცემული მასალების შესწავლა ცხადყოფს, რომ შესაძლოა იკვეთებოდეს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები. გარდა ამისა, სახალხო დამცველი ამტკიცებს, რომ გამოძიება ჩატარდა ზერელედ, რაზეც მეტყველებს შემთხვევის ადგილის დათვალირება:

„როდესაც რამდენიმე თვის წინ ამ საბჭოს ფარგლებში ვიმყოფებოდით სოფელ ლაფანყურში, იმ ადგილზე, სადაც უშუალოდ ეს ოპერაცია განხორციელდა, მოვიპოვეთ ნივთმტკიცებები, რომლებიც არ იყო ამოღებული გამოძიების მიერ. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად არაეფქტიანია ეს გამოძიება, რომელიც უკვე ორი წელია მიმდინარეობს“.

უჩა ნანუაშვილის თქმით, გამოძიების მნიშვნელოვანი ხარვეზია ისიც, რომ გამოძიება მიმდინარეობს შეუსაბამო მუხლით, რის შესახებაც ვრცლად ილაპარაკა რადიო თავისუფლების რედაქციაში მიწვეულმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნათია კაციტაძემ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში:

„გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებთი გამოძიება არ დაწყებულა. გამოძიება მიდის სოფლის (ლაფანყურის) მცხოვრებლების მძევლად აყვანის მუხლით, ანუ ამ დანაშაულის შემადგენლობით, მაგრამ როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენლები იყენებენ ძალას, რომელსაც მოჰყვება ადამიანთა დიდი რიცხვის გარდაცვალება, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ეს საქმე გამოიძიოს, ანუ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გამოიძიოს და შეაფასოს რამდენად სწორად დაიგეგმა ასეთი სახის სპეცოპერაცია“.

დღეს ვიგებთ ამ ყველაფერს. არ მეგონა, ასეთი დაჯგუფებები საზღვარგარეთაც თუ არსებობდა და იქაც თუ იყვნენ ვაჰაბიტები. სად გადადიოდნენ? ვის ეომებოდნენ? ...

რადიო თავისუფლების არქივში ინახება ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოკლული 22 წლის ასლან მარგოშვილის მამიდის, მედიკო მარგოშვილის, ხმის ჩანაწერი, რომელიც 2012 წლის 3 სექტემბერსაა გაკეთებული. თავზარდაცემულ ქალს უჭირს იმის დაჯერება, რომ მისი ძმისშვილი - ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, რომელიც საზღვარგარეთ ეგულებოდა, შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო:

„დღეს ვიგებთ ამ ყველაფერს. არ მეგონა, ასეთი დაჯგუფებები საზღვარგარეთაც თუ არსებობდა და იქაც თუ იყვნენ ვაჰაბიტები. სად გადადიოდნენ? ვის ეომებოდნენ? რა უნდოდათ?“

რადიო თავისუფლება პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, ტელეფონით დაუკავშირდა ასლუდინ ჯოყოლაევს - სპეცოპერაციის დროს მოკლული ბაჰაუდინ ალდამოვის მამას, რომელიც არ კარგავს სამართლიანი გამოძიების იმედს:

მათი უშუალო ინტერესია, რომ მათ წინააღმდეგ წარმოებული გამოძიება არ მივიდეს ბოლომდე და მათ პასუხი არ მოეთხოვოთ. ყველაზე სავალალო ის არის, რომ ასეთი ბინძური საქმის შემსრულებლებს მაშინაც ეყრდნობოდა ხელისუფლება და დღესაც ეყრდნობა...

„იმედი გვაქვს, რასაკვირველია. საქმის გამოძიებაც, ფაქტობრივად, დასრულებულია, მაგრამ რატომღაც საქმე სასამართლომდე არ მიდის. როგორც ჩანს, პოლიტიკური შემადგენელი აქვს ამ საქმეს, რაც ხელს უშლის სიმართლის დადგენას. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც გამოძიების მასალები, ასევე ომბუდსმენის ანგარიშიც, რათა კარგად გავაანალიზოთ და შევადაროთ ერთმანეთს ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები. ყველა საშუალებას მივმართავთ, რაც კანონით არის ნებადართული, მათ შორის, სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს“.

მოკვლეულ მასალებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ აჭიანურებს გამოძიებას და რომ სამინისტრო არ არის დაინტერესებული ჭეშმარიტების დადგენით. ამავე აზრისაა ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „სამართალი ხალხს“, იურისტი ლია მუხაშავრია, რომლის თქმითაც, ის ადამიანები, რომლებმაც ლაფანყურის ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში მიიღეს მონაწილეობა, კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში არიან და კვლავ მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ.

„მათი უშუალო ინტერესია, რომ მათ წინააღმდეგ წარმოებული გამოძიება არ მივიდეს ბოლომდე და მათ პასუხი არ მოეთხოვოთ. ყველაზე სავალალო ის არის, რომ ასეთი ბინძური საქმის შემსრულებლებს მაშინაც ეყრდნობოდა ხელისუფლება და დღესაც ეყრდნობა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ხელისუფლება ხელს აფარებს დამნაშავეებს. არადა, ასეთი მძიმე დანაშაულის პირების დღემდე თანამდებობებზე ყოფნა და პასუხისგების გარეშე დატოვება საშიშია მთელი ქვეყნისთვის და მისი უშიშროებისა და უსაფრთხოების სისტემისთვის“, უთხრა ლია მუხაშავრიამ რადიო თავისუფლებას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, მიმართოს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა უჩან ნანუაშვილი იქვე შენიშნავს, რომ პროკურატურა დღემდე არ ასრულებს პარლამენტის ორ დადგენილებას, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიებას ეხება.

XS
SM
MD
LG