Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი პეტრიაშვილი შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე


ირაკლი პეტრიაშვილი შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:34:31 0:00

24 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე. მან ილაპარაკა შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემაზე. ირაკლი პეტრიაშვილი თვლის, რომ პრობლემა არის არა მხოლოდ არსებული კანონმდებლობის აღსრულებაში, არამედ საჭიროა თავად კანონმდებლობის სრულყოფა, რადგან ის არ ითვალისწინებს ბევრ ნიუანსს, რომელიც მნიშვნელოვანია უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისთვის. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ილაპარაკა უმძიმეს სტატისტიკაზეც, რომელსაც მისი ორგანიზაცია აწარმოებს და აღნიშნა ისიც, რომ სამუშაო ადგილზე გარდაცვალებისა და დაზიანების შემთხვევები მეტნაკლებად აღინუსხება, თუმცა, მნიშვნელოვანია აგრეთვე არაჯანსაღ სამუშაო გარემოში ადამიანების დაავადების სტატისტიკა, რასაც არავინ იკვლევს. ირაკლი პეტრიაშვილი ნიშანდობლივად თვლის იმას, რომ 35-ე მუხლი "შრომის კოდექსში" და შრომის ინსპექციის ხსენებასაც პროფკავშირებმა "ევროპიდან მოვლით" შეძლეს. "დილის საუბრების" სტუმარი შრომის ინსპექციის არსებულ განმარტებას ადარებს შუქნიშნის არსებობას, როცა წითელზე გავლისთვის პატრული არავის აჯარიმებს.

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG