Accessibility links

უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის, კურსი რამდენჯერმე გაუარესდა. დაცემის პროცესს წინ უძღოდა ლარის სწრაფი და შესამჩნევი გამყარების პროცესი. რატომ შეიცვალა ეს ტენდენცია და რატომ დაიწყო ეროვნული ვალუტის გაუფასურება?

უკანასკნელი 3-4 დღის მანძილზე საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი, აშშ დოლართან შედარებით, დაახლოებით, 10 თეთრით გაიაფდა. ეს ერთგვარი მოულოდნელობა იყო ლარის, დაახლოებით, 3-თვიანი გამყარების პროცესის ფონზე. ის მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ დაიწყო - მას მერე, რაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. მაშინ ერთი დოლარი 2 ლარი და 50 თეთრი ღირდა. შემდგომ ხანებში ლარის კურსი 2 ლარსა და 12 თეთრამდე გამყარდა და მთავრობა უფრო მეტის იმედებსაც იძლეოდა. მაგრამ ბოლო დღეებში საპირისპირო მოხდა და ლარმა კვლავ გაუფასურება იწყო. კვირის ბოლოს ეროვნული ვალუტის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლართან მიმართებით 2 ლარი და 24 თეთრი შეადგინა, სავალუტო ჯიხურებში კი 1 დოლარი 2 ლარი და 30 თეთრი ღირდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG