Accessibility links

logo-print

ლარის გაუფასურების ახალი და ძველი მიზეზები


სავალუტო ჯიხურის აბრა

სავალუტო ჯიხურის აბრა

საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის, ვარდნა კვლავ გრძელდება. მთავრობა ამის მიზეზებს ბიზნესის მიერ აშშ დოლარის დაზოგვაში ხედავს, საპარლამენტო უმრავლესობა ხელს ეროვნული ბანკისკენ იშვერს, ოპოზიციის აზრით კი, ეროვნული ვალუტის დევალვაციის მიზეზი მთავრობის გადაწყვეტილებებია. რა არის ამჯერად ლარის გაუფასურების რეალური მიზეზი?

მიუხედავად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებისა, რომ კრიზისული პერიოდი გავლილია, ლარი მაინც ვარდნას განაგრძობს. ტურისტული სეზონის პიკზე, როდესაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებაც გაზრდილია, ლარის გამყარების ნაცვლად მისი დევალვაციის დაწყება მთავრობის ხელმძღვანელმა სპეკულაციას, ცრუ მოლოდინებს და ბიზნესმენებისა და მოქალაქეების მიერ დოლარის დაგროვებას გადააბრალა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG