Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირის მიწურულს სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკუთარი რეზერვებიდან 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ამ ნაბიჯის მიუხედავად, ეროვნული ვალუტის კურსმა დაცემა მაინც განაგრძო. ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საგანგაშო არაფერია და თუ რატომ, ამაზე სასაუბროდ ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ”ბიზნესასოციაციის” წევრებს შეხვდა.

კვირის მიწურულს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი გაუარესდა და აშშ დოლართან მიმართებაში 1.74-ზე ოდნავ მეტი შეადგინა. ოფიციალური კურსისგან განსხვავებულია ბაზარზე არსებული რეალობა. კომერციული ბანკები და სავალუტო ჯიხურები ეროვნული ვალუტის გაცვლას მომხმარებლებს გაცილებით წამგებიან ფასად სთავაზობენ. ეს ვითარება ორ თვეზე მეტია გრძელდება. ხელისუფლება ირწმუნება, რომ საგანგაშო არაფერია და რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, მისმა უწყებამ ლარის კურსის შეცვლის ნეგატიური გავლენის თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა ნაბიჯები გადადგა.

XS
SM
MD
LG