Accessibility links

logo-print

ბელგრადში გაიმართება სერგეი​ ლავროვისა და მევლუდ ჩავუშოღლუს შეხვედრა


 სერგეი​ ლავროვი, მევლუდ ჩავუშოღლუ

სერგეი​ ლავროვი, მევლუდ ჩავუშოღლუ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 3 დეკემბერს მის თურქ კოლეგას მევლუდ ჩავუშოღლუს შეხვდება ბელგრადში, ეუთოს მინისტერიალის პარალელურად. რუსული სააგენტოების მიერ ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე ლავროვმა განაცხადა, რომ ჩავუშოღლუ „დაჟინებით ითხოვს“ მოლაპარაკების გამართვას, რასაც იგი გვერდს არ აუვლის, რადგან აინტერესებს გაიგოს, თუ რისი თქმა უნდა მის თურქ კოლეგას. თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა 24 ნოემბრის ინციდენტის შემდგომ, როდესაც თურქეთის გამანადგურებელმა საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსული "სუ 24"-ის ტიპის მოიერიშე ჩამოაგდო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ ინციდენტზე ისაუბრა 3 დეკემბერს, თავის ყოველწლიურ მიმართვაში და აღნიშნა, რომ „თურქეთი ინანებს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG