Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკება სირიის შესახებ


ჟენევაში გაეროს ეგიდით იმართება სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკება, სირიელი ოპოზიციონერების წამყვანი ჯგუფების ბოიკოტის მიუხედავად. შეხვედრა გახსნა გაეროს წარგზავნილმა სირიის საკითხებში, სტაფან და მისტურამ. ოპოზიციონერთა ჯგუფების კოალიცია, რომელსაც საუდის არაბეთი ემხრობა, აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებაში, ვიდრე სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობასთან არ მიუღწევიათ შეთანხმებისათვის ალყაშემორტყმული დასახლებებისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე. ჟენევის მოლაპარაკებაში არ მონაწილეობენ არც სირიელი ქურთების წარმომადგენლები. ქურთები აკონტროლებენ ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს ჩრდილოეთ სირიაში. ოპოზიციონერების ბოიკოტის გამო გაერო ვერ ახერხებს, თავი მოუყაროს სირიის პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და მის ოპონენტებს ხუთი წლის წინ დაწყებული სამოქალაქო ომისათვის ბოლოს მოღებაზე მოსალაპარაკებლად.

XS
SM
MD
LG