Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანოვმა და კერიმ სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრეს


30 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსიტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ტელეფონით ისაუბრეს გაეროს ეგიდით მიმდინარე სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების თაობაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ლავროვი და კერი შეთანხმდნენ, ჟენევის მოლაპარაკებები შეაფასონ მიუნხენის საერთაშორისო შეხვედრაზე 11 თებერვალს. მოლაპარაკებები 29 იანვარს დაიწყო სირიის საკითხებში გაეროს წარმომადგენელს, სტაფან დე მისტურასა და სირიის სამთავრობო დელეგაციას შორის მოლაპარაკებებით. 30 იანვარს ჟენევაში ჩავიდა სირიის ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრთის - მოლაპარაკებების უზენაესი კომიტეტის - დელეგაციაც, რომელსაც საუდის არაბეთი უჭერს მხარს. მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვამდე მათ სურთ საუბარი ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის რუსეთისა და სირიის სამთავრობო ჯარების მიერ დაბომბვის შეწყვეტაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG