Accessibility links

ლავროვი ბელორუსიაში ჩავიდა პუტინის ვიზიტის მოსამზადებლად


ვლადიმირ მაკეი, სერგეი ლავროვი

ვლადიმირ მაკეი, სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ესტუმრა მინსკს, სადაც მოლაპარაკებებს მართავს იმ საკითხების გარშემო, რომლებზედაც ბელორუსიაში რუსეთის პრეზიდენტის 16 ივნისის ვიზიტის დროს იმსჯელებენ.

მინსკში ლავროვმა განაცხადა, რომ მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა, არსებობს მთელი რიგი საკითხები, რაზედაც ხმამაღლა უნდა ვისაუბროთო. ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვლადიმირ მაკეის თქმით, მოსკოვსა და მინსკს შორის არავითარი უთანხმოება არ არსებობს საგარეო ურთიერთობებში. ორი ათეული წლის წინ, ორმა ქვეყანამ დააფუძნა რუსეთ-ბელორუსიის კავშირი, თუმცა მათ შორის ხშირია დავა ეკონომიკურ საკითხებზე, რამაც მოკავშირეები სავაჭრო ომამდე მიიყვანა. ამასთან, ბოლო წელს მინსკმა აშკარად გააუმჯობესა ურთიერთობები ევროკავშირთან და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებთან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG