Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში ციხიდან გამოუშვეს უფლებადამცველი ლეილა იუნუსი


ლეილა იუნუსი ციხიდან გამოუშვეს

ლეილა იუნუსი ციხიდან გამოუშვეს

აზერბაიჯანში ციხიდან გამოუშვეს უფლებადამცველი ლეილა იუნუსი მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა მოითხოვეს მისი გათავისუფლება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. უფლებადამცველს 8,5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი ფინანსურ დარღვევებში ბრალდების საფუძველზე. ლეილა იუნუსი მეუღლესთან, არიფ იუნუსთან, ერთად მუშაობდა ბაქოში დაფუძნებულ "მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტში". არიფ იუნუსი, რომელსაც ასევე ფინანსური დარღვევების ბრალდების საფუძველზე მიუსაჯეს შვიდი წლით პატიმრობა, ნოემბერში გამოუშვეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. წყვილს ჯერ კიდევ წაყენებული აქვს სახელმწიფოს ღალატის ბრალდება და მათი სამართლებრივი სტატუსი არ შეცვლილა ციხიდან გამოშვების მიუხედავად. უფლებადამცველი ორგანიზაციები მართლმსაჯულების ფარსად მიიჩნევენ მათ სამართლებრივ დევნას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG