Accessibility links

logo-print

23 სექტემბერს საფრანგეთში, ლევილის მამულში, ხელი მოეწერება „ლევილის შატოსა და მამულის“ საქართველოსთვის გადმოცემის საბოლოო აქტს, რომლითაც ლევილის მამული ოფიციალურად გახდება საქართველოს საკუთრება. მამულის კეთილმოწყობისათვის, იქ ქართული აკადემიის, სამუზეუმო სივრცის შექმნის, პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის დაარსებისათვის საქართველოს მთავრობამ ხუთი მილიონ ექვსასი ათასი ევრო გამოყო. ლევილის მამულის რეაბილიტაცია შემდგომი 10 წლის ვადაში უნდა დასრულდეს. რა იგეგმება ახალ ლევილში, ვისთვის იქნება ეს სივრცე ღია - ამ და სხვა საკითხებზე რადიო თავისუფლება გაესაუბრა საფრანგეთში საქართველოს ელჩს, ეკა სირაძე-დელონეს, რომელსაც პარიზში ტელეფონით დავუკავშირდით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG