ქალთა მიმართ ძალადობა და სამართალდამცველთა რეაგირება
ქალთა მიმართ ძალადობა - მათ შორის, როგორც ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინება - სამოქალაქო საზოგადოების საგანგებო შეშფოთებას იწვევს. გარდა იმისა, რომ პრობლემის არეალი სულ უფრო ფართოვდება, ვითარებას დაუსჯელობის ფაქტორიც ამძიმებს. ზოგადად, პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არცთუ იშვიათად მთავრდება ფემიციდით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პოლიციას გამოფხიზლებისა და მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. დღევანდელ გადაცემაში ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალ ანგარიშზე დაყრდნობით ვილაპარაკებთ. რაში ვლინდება სამართალდამცველთა გულგრილობა და რა სავალალო შედეგები მოაქვს თვალის დახუჭვას? გადაცემის სტუმრები არიან თამარ ავალიანი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი, და თამარ ლუკავა, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, კოორდინატორი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.
დაწერეთ კომენტარი