Accessibility links

logo-print

ბიბლიოთეკების ლიკვიდაცია მათ დახურვას არ ნიშნავს


საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან

საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან

სსიპ ”თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის” სისტემაში არსებული 40 ბიბლიოთეკის რამდენიმე ათეული თანამშრომელი მერიის შენობის წინ შეიკრიბა - ისინი ბიბლიოთეკების შესაძლო ლიკვიდაციას აპროტესტებდნენ. ბიბლიოთეკების თანამშრომლებისა და თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა ქაცარავას შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალნენ. მამუკა ქაცარავამ მათ აუხსნა, რომ ტერმინი „ლიკვიდაცია“ ამ შემთხვევაში ბიბლოთეკების გაუქმებას არ ნიშნავს და ის მხოლოდ ბილიოთეკების საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბალანსიდან ქალაქ თბილისის მერიის ბალანსზე გადასვლას ნიშნავს.

”იმეგობრეთ წიგნთან” - ასეთი პლაკატებით ხელში, ”თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის” სისტემაში შემავალი ბიბლიოთეკების თანამშრომლები მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ - ისინი ბიბლიოთეკების შესაძლო ლიკვიდაციას აპროტესტებდნენ. ბიბლიოთეკის თანამშრომლების სიტყვებით, მათ პარასკევს შეიტყვეს, რომ მოსალოდნელი იყო თბილისში არსებული 40 ბიბლიოთეკის გაუქმება. როგორც 21-ე ბიბლიოთეკის გამგემ ზეინაბ ზაქარეაშვილმა თქვა, 2006 წლიდან მოყოლებული, თბილისში ბიბლიოთეკების რაოდენობა განახევრდა, მაგრამ მათთვის ინფორმაცია ბიბლიოთეკების სრული ლოკვიდაციის შესახებ მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა:
ბიბლიოთეკები დაფუძნებულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ. ჩვენ მივწერეთ მინისტრს, რომ მომხდარიყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ”თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის” - მერიაზე გადმოცემა ...

”ბიბლიოთეკების ქსელში შედიოდა 80 ბიბლიოთეკა 1980 წლიდან. ახლა არის 40 ბიბლიოთეკა დარჩენილი, იმიტომ რომ ყოველ წელს გვავიწროებენ და გვავიწროებენ რაღაც მიზეზების გამო. მაგრამ ფაქტია, რომ ბიბლიოთეკა ნამდვილად აუცილებელია და სჭირდება ახალგაზრდობას, განსაკუთრებით შაბათ-კვირას. ამ დღეებში რომ დაიაროთ, ნახავთ, რომ მკითხველი ნამდვილად გვყავს”.

იმ დროს, როცა ბიბლიოთეკების თანამშრომლები მათი სამსახურის შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბრობდნენ, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა აქციის მონაწილეთა წარმომადგენლებს ხვდებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ქაცარავამ განმარტა, რომ სიტყვა „ლიკვიდაცია“ ამ შემთხვევაში იურიდიული ტერმინია და ის ბიბლიოთეკების დახურვას არ ნიშნავს და რომ ბიბლიოთეკის თანამშრომლები შეცდომაში იყვნენ შეყვანილი.

საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან

საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან

”ბიბლიოთეკები დაფუძნებულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ. ჩვენ მივწერეთ მინისტრს, რომ მომხდარიყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ”თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის” - მერიაზე გადმოცემა, მაგრამ ეს პროცედურა არ განხორციელდება იურიდიულად ლიკვიდაციის გარეშე, ანუ ტერმინი „ლიკვიდაცია“ იურიდიულად იყო ნახმარი და არა იმიტომ, რომ ბიბლიოთეკები იხურება”.

კულტურის სამინისტროსგან ბიბლიოთეკების მერიისთვის გადაცემის აუცილებლობაზე საუბრისას მამუკა ქაცარავა ამბობს, რომ ასე უფრო გამართული იქნება სისტემა და ეს, წესით, კულტურის სამინისტროს ინტერესებშიც უნდა შედიოდეს:

”მერია აფინანსებს თავიდან ბოლომდე და ეს სამართლებრივად უფრო მოწესრიგებული ფორმა იქნება. კულტურის სამინისტროსაც ასე აწყობს, რომ სტრუქტურა, რომელიც მთლიანად თვითმმართველობის მიერ არის დაფინანსებული, იყოს თვითმმართველობის და არა კულტურის სამინისტროსი. კი, ასე მოდიოდა წლების განმავლობაში, მაგრამ დღეს ვფიქრობთ, რომ უფრო სწორი ფორმა იქნება სამართლებრივად, რომ სტრუქტურები, რომლებიც ფინანსდება მერიის მიერ, დაფუძნებული იყო თბილისის მერიის მიერვე”.
ჯერ ჩვენ თავს ვიკავებთ. შევისწავლით განცხადებას, შემდეგ გავესაუბრებით მერიის წარმომადგენლებს და როცა დავრწმუნდებით, რომ ეს ჩანაფიქრი საშიშროებას არ წარმოადგენს ბიბლიოთეკებისთვის და ჩანაფიქრი, წესით, არ უნდა იყოს ცუდი ...

თავად ბიბლიოთეკების თანამშრომლები მამუკა ქაცარავასთან შეხვედრის შემდეგ დაიმედებულები გამოვიდნენ, თუმცა ამბობდნენ, რომ ამ საკითხს მეტი სიფრთხილით მოეკიდებიან. ზოგიერთის აზრით, მერიისთვის გადაცემის შემთხვევაში, შესაძლოა ბიბლოთეკებს ლიკვიდაციის საფრთხე ეტაპობრივად მაინც დაემუქროთ, რადგან, 2006 წლიდან მოყოლებული, თბილისში ბიბლიოთეკები თანდათან იხურება და არ არის გამორიცხული, მომავალში დარჩენილი ბიბლიოთეკებიც დაიხუროს.

”ამათი მიზანი ეგ არის, რომ ვიყოთ მარტო ამათი ხელში შემხედვარე და თავიანთი განკარგულების მიხედვით გადაწყვიტონ, საქართველო იქნება ბიბლიოთეკების თანხლებით თუ არა ”.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მერიის მოთხოვნის შესრულებას სამინისტრო არ იჩქარებს - ბიბლიოთეკების თანამშრომლებთან კონსულტაციისა და თავად მერიის მოთხოვნის შესწავლის შემდეგ მიიღებს კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილებას:

”ჯერ ჩვენ თავს ვიკავებთ. შევისწავლით განცხადებას, შემდეგ გავესაუბრებით მერიის წარმომადგენლებს და როცა დავრწმუნდებით, რომ ეს ჩანაფიქრი საშიშროებას არ წარმოადგენს ბიბლიოთეკებისთვის და ჩანაფიქრი, წესით, არ უნდა იყოს ცუდი, მაგრამ ამ ყველაფერს გამყარება უნდა თავისი ლოგიკით. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებთ გადაცემისგან”.

გურამ ოდიშარია არ გამორიცხავს, რომ კულტურის სამინისტრომ ბიბლიოთეკების გადაცემაზე მერიას უარი უთხრას, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ საკითხის აუცილებლობის შესწავლით არიან დაკავებული, ვინაიდან, როგორც კულტურის მინისტრი ამბობს, სამინისტროში შესულია რამდენიმე ასეული ადამიანის მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელშიც ლაპარაკია გარკვეული ჯგუფების დაინტერესებაზე ბიბლიოთეკების შენობებით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG