Accessibility links

ამერიკელი სენატორი სამხრეთ კაროლინის შტატიდან-ლინდსი გრემი აცხადებს, რომ 2016 წელს, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან ნომინაციის მოპოვებას შეეცდება.

გრემი, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას აზრს არ იზიარებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით და ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის გზებზე, წინა-საპრეზიდენტო კამპანიაში რესპუბლიკელი პოლიტიკოსების ისედაც გადატვირთულ ველს უერთდება. შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში, რესპუბლიკური პარტიიდან კიდევ სამმა სენატორმა -რენდ პოლმა, მარკო რუბიომ და ტედ კრუზმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.

გრემის განცხადებით, კამპანიის დაწყებას ოფიციალურად 1 ივნისს გამოაცხადებს, თუმცა მან ტელეკომპანია სი-ბი-ესს დღეს უკვე განუცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, რადგან ფიქრობს რომ მსოფლიო ინგრევა და რომ განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის სფეროში ის სწორ დასკვნებს აკეთებს.

XS
SM
MD
LG