Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო პირები: ერაყის ძალები დასავლეთ მოსულში შევიდნენ


მოსული
მოსული

სამხედრო პირების ცნობით, ერაყში პირველი ქვეითი ძალები შევიდნენ ქალაქ მოსულის დასავლეთით მდებარე უბანში, იმ ფონზე, როცა გადამწყვეტ ფაზაში შედის მთავრობის მიერ ოთხი თვის განმავლობაში წარმოებული კამპანია ქალაქზე კონტროლის დასაბრუნებლად ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ძალებისგან. ერთი დღით ადრე მთავრობის ძალები იუწყებოდნენ მოსულის აეროპორტის და ღაზლანის სამხედრო ბაზის დაბრუნების შესახებ, მოსულიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფელ ტალ ალ-რაიანთან ერთად. მოსულის აღმოსავლეთ ნაწილი გათავისუფლებულად მთავრობამ იანვარში გამოაცხადა. მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 2014 წლის ზაფხულში ჩაიგდეს ხელში. როგორც აშშ-ის წარმომადგენლებმა 20 თებერვალს განაცხადეს, ქალაქში კვლავაც გამაგრებულია „ისლამური სახელმწიფოს“ 2000-მდე მეომარი. მოსული ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია და ამჟამად ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელ ბასტიონს წარმოადგენს. როგორც იუწყებიან, ქალაქში 750 000-მდე სამოქალაქო პირია დარჩენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG