Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი


"ტერორისტული თავდასხმა" ბრიტანეთის პარლამენტზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:29 0:00

ლონდონის პოლიციის განცხადებით, 22 მარტს ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარ თავდასხმას ემსხვერპლა, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი, რომელსაც თავდამსხმელმა დანა დაარტყა, სამი პირი, რომლებსაც თავდამსხმელის მანქანა შეეჯახა ვესტმინსტერის ხიდზე, და თავად თავდამსხმელი. დაჭრილია კიდევ 20-მდე პირი. პოლიციის ამჟამინდელი ვარაუდით, თავდასხმა ერთმა პირმა განახორციელა, თუმცა კონტრტერორისტული გამოძიება მიმდინარეობს და, შესაძლოა, სხვა პირების ჩართულობაც გამოიკვეთოს.

თავდასხმა დაიწყო ლონდონის დროით 14 საათსა და 20 წუთზე, როცა მამაკაცმა მაღალი სიჩქარით მომავალი მანქანა შეაჯახა ვესტმინსტერის ხიდზე მდგარ ხალხს და, სულ ცოტა, სამი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ამის შემდეგ მანქანა შეეჯახა პარლამენტის გარშემო გავლებულ ღობეს და ლონდონის ერთ-ერთ სიმბოლოს, ბიგ ბენის კოშკს. პოლიციის ცნობით, ამის შემდეგ თავდამსხმელი მანქანიდან გადმოვიდა და პარლამენტის დაცულ

(თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო)

პარამეტრზე შეიჭრა, რის შემდეგაც დანით სასიკვდილოდ დაჭრა პოლიციელი. ამის შემდეგ თავდამსხმელს პოლიციელებმა ესროლეს და მოკლეს. ერთი ქალი ხიდიდან მდინარე ტემზაში ჩავარდა. მაშველებმა ის გადაარჩინეს მაგრამ, როგორც იუწყებიან, ქალი მძიმედაა დაშავებული. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ბერნარ კაზნევის ცნობით, ვესტმინსტერის ხიდზე დაშავებულებს შორის 15-16 წლის ასაკის სამი ფრანგი სკოლის მოწაფეა. ხიდზე მანქანის შეჯახების შედეგად დაშავებულებს შორისაა, აგრეთვე, სამი პოლიციელი. პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრემიერი უსაფრთხოდაა. მას არ დაუზუსტებია, სად იყო პრემიერი თავდასხმის მომენტში. ინციდენტის შემდეგ პარლამენტის შენობაში მძიმედ შეიარაღებული სპეცრაზმელები და სამხედრო პოლიციის ნაწილები განთავსდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG