Accessibility links

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შავკანიანი ქალი უხელმძღვანელებს


ლორეტა ლინჩმა დღეს ამერიკის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ოფიციალური ფიცი დადო. იუსტიციის დეპარტამენტში დაგეგმილ ცერემონიას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უძღვებოდა.

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ლინჩი აფრიკული წარმოშობის პირველი ამერიკელი ქალია. ის ერიკ ჰოლდერს ცვლის, რომელიც ასევე პირველი შავკანიანი მამაკაცი იყო იმავე პოსტზე. ჰოლდერი თანამდებობიდან 6 წლიანი მუშაობის შემდეგ გადადგა.

სენატი აღნიშნულ თანამდებობაზე ლინჩის კანდიდატურას 6 თვის მანძილზე განიხილავდა.

XS
SM
MD
LG