Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში პარლამენტი დაითხოვეს


6 აპრილს, შუაღამით მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარემ ტრაიკო ველიანოვსკიმ ოფიციალურად გამოაცხადა პარლამენტის დათხოვნა, მანამდე საკანონმდებლო ორგანომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 5 ივნისს დანიშნა. მაკედონიაში პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა საიდუმლო თვალთვალის შესახებ აგორებულ სკანდალს. ოპოზიციამ დაადანაშაულა მმართველი კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც უთვალთვალებდნენ 20 ათას კაცს, მათ შორის პოლიციას, მოსამართლეებს, ჟურნალისტებსა და უცხოელ დიპლომატებს. მანამდე ვადამდელი არჩევნების თარიღად გამოცხადდა 24 აპრილი, თუმცა ამ თარიღის წინააღმდეგი წავიდნენ მაკედონიის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც მხარს ევროკავშირი და აშშ-ი უჭერენ.

XS
SM
MD
LG