Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამცხე–ჯავახეთში მაღალმთიანი დასახლების ნუსხას 20 სოფელი დაემატა


ახალციხე
ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას სამი სოფელი (კლდე, ფერსა და ტყემლანა) დაემატა, ბორჯომს – შვიდი (დვირი, სადგერი, ცემი, კორტანეთი, დაბა, მზეთამზე, წაღვერი), ხოლო ადიგენს – 10 (დაბა ადიგენი, ბენარა, გორგული, ვარხანი ფარეხა, წრე, ფლატე, უდე, წახანი, ხევაშენი). ჯამში, სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიან ზონას 20 დასახლებული პუნქტი შეემატა.

კლდე ერთ-ერთია ახალციხის მუნიციპალიტეტში იმ სამ სოფელს შორის, რომელიც მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას შეემატა. კლდესთან ერთად მაღალმთიანობის სტატუსი მიიღო ტყემლანამ და ფერსამ. აღნიშნულ ზონას ბორჯომში შვიდი, ხოლო ადიგენში ათი სოფელი დაემატა. ჯამში, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, მაღალმთიანის სტატუსი კიდევ 20 დასახლებულ პუნქტს მიენიჭა. ადგილობრივები იმ შეღავათებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლითაც სტატუსის მინიჭების შემდეგ ისარგებლებენ.

მაღალმთიან ზონაში მცხოვრები პირები 1 იანვრიდან უკვე სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით. 2016 წელს დაბადებულ ბავშვებზე გაიცემა ფულადი თანხა. ამ დროისათვის მაღალმთიან ზონაში,საქართველოს მასშტაბით, 1 581 დასახლება შედის. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის მიხედვით, ახალციხის რაიონში კვლავ შუაზეა გახლეჩილი სოფელი სხვილისი. ქვედა ტერიტორიამ სტატუსი პირველივე სიის მიხედვით მიიღო, ზემო სხვილისის მდგომარეობა კი უცვლელია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მაღალმთიანი ზონის შემადგენლობაში არ შედის კიდევ 11 დასახლება. სტატუსის გარეშე დარჩენილი ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მაღალმთიან ზონას, ქვეყნის მასშტაბით, 99 დასახლება დაემატა, რაც 38 ათას ადამიანს მოიცავს.გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ დასახლებების თავიდანვე შეყვანა ნუსხაში ვერ მოხერხდა, რადგან არ არსებობდა დასახლებების ერთიანი ნუსხა და სისტემატიზებული მონაცემები.

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში განხორციელებული ცვლილების შემდეგ კანონით განსაზღვრული სოციალური შეღავათები დაუყოვნებლივ ამოქმედდება. 2016 წლის 1 სექტემბრიდან გაიზრდება სახელმწიფო პენსია დასოციალური პაკეტი. ყოველთვიური დანამატი მიეცემა ექიმსა და ექთანს. ზამთრის პერიოდში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებნი უზრუნველყოფილნი იქნებიანგათბობით. პედაგოგები მიიღებენ, ასევე, ყოველთვიურ დანამატს. 2017 წლის 1 იანვრიდან გამოყენებული ელექტროენერგიის 50 %–ს სახელმწიფო აანაზღაურებს, თუმცა ესშეღავათი არ ექნება მას, ვინც100 კილოვატზე მეტს მოიხმარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG