Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუალედური ბრძოლა დეპუტატობისთვის


„ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენა
„ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენა
ცენტრალური საარჩევნო კომისია და პოლიტიკური პარტიები 27 აპრილისათვის დანიშნული შუალედური არჩევნებისათვის ემზადებიან. ნაძალადევის, სამტრედიისა და ბაღდათის მაჟორიტარულ ოლქებში გამართული არჩევნების შედეგად გაირკვევა, თუ ვინ შეცვლის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასულ ყოფილ დეპუტატებს - თეა წულუკიანს, კახი კალაძესა და არჩილ კბილაშვილს. უკვე ცნობილია, რომ სამივე ოლქში ბრძოლას აპირებენ ძირითადი მოთამაშეები - მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობა“.

27 აპრილისათვის დანიშნულ შუალედურ არჩევნებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მმართველი კოალიცია, რომლის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას პირადად წარუდგინა დეპუტატობის კანდიდატები:
ბევრი თვალსაჩინო და საყვარელი პიროვნება შევიყვანეთ პარლამენტში და ბევრი მათგანი, მიუხედავად იმისა, რომ პატივს სცემს საზოგადოება, ვერ არის ისეთი ეფექტური პარლამენტში, როგორც საჭიროა კანონწარმოებისათვის...
ბიძინა ივანიშვილი

თამარ კორძაია ნაძალადევში, პაატა კიკნაველიძე ბაღდათში და გიორგი კახიანი სამტრედიაში. ივანიშვილის თქმით, კანდიდატები ერთი ნიშნით შეირჩა:

„ხედავთ, რომ იურისტებზე გავჩერდით და ეს შემთხვევით არ არის, რამდენადაც უსუფაშვილი ძალიან განიცდის, რომ პარლამენტში სჭირდება კვალიფიციური კადრი. მოგეხსენებათ, კანონწარმოება არ არის მარტივი საქმე და მას პროფესიონალები სჭირდება. ბევრი თვალსაჩინო და საყვარელი პიროვნება შევიყვანეთ პარლამენტში და ბევრი მათგანი, მიუხედავად იმისა, რომ პატივს სცემს საზოგადოება, ვერ არის ისეთი ეფექტური პარლამენტში, როგორც საჭიროა კანონწარმოებისათვის“.

„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატები, მართლაც, იურისტები არიან. ბიძინა ივანიშვილის თქმით, არჩევის შემთხვევაში ახალი დეპუტატები ღირსეულად შეცვლიან წინამორბედებს. კოალიციის ლიდერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო თამარ კორძაიას, რომელიც კენჭს იყრის ნაძალადევის ოლქში, სადაც 1 ოქტომბერს თეა წულუკიანმა გაიმარჯვა:

„თამარი არის ისეთივე პრინციპული და სამართლიანი, როგორიც თეა. შესაბამისად, ძალიან ღირსეული ცვლა მოვუძებნეთ ნაძალადეველებს. ჩათვალეთ, რომ ის, რაც მოგწონთ თეაში, ისეთივეა თამარიც“.
ვფიქრობ, დროა რაღაც საკითხებზე უფრო მეტად ავიღოთ პასუხისმგებლობა, მათ შორის, ნაძალადევის მოსახლეობის ინტერესების დაცვის თვალსაზრისითაც...
თარამ კორძაია


ბიძინა ივანიშვილის თქმით, თამარ კორძაია ბოლო დრომდე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად მსახურობდა. დეპუტატობის კანდიდატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი არჩევანი ვერ დაასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას, რადგანაც მესამე სექტორში სხვა ბევრი პროფესიონალი საქმიანობს.

„რაც შეეხება პარლამენტში შესვლის სურვილს, რა თქმა უნდა, მეტის გაკეთების შესაძლებლობა არის. საქმიანობის სფეროც იზრდება, რაც მეტი პასუხისმგებლობაა. ვფიქრობ, დროა რაღაც საკითხებზე უფრო მეტად ავიღოთ პასუხისმგებლობა, მათ შორის, ნაძალადევის მოსახლეობის ინტერესების დაცვის თვალსაზრისითაც“, - უთხრა თარამ კორძაიამ რადიო თავისუფლებას.

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ კი მიიჩნევენ, რომ შუალედურ არჩევნებში გამარჯვება იმითაც არის მნიშვნელვოანი, რომ, კვალიფიციური დეპუტატების რაოდენობის გარდა, ასევე გაიზრდება უმრავლესობის შემადგენლობა, თუმცა კაოალიციის ერთ-ერთი ლიდერის,
თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი
ს, თქმით, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი:

„ჩვენ არ ვთამაშობთ პარლამენტობანას და, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა არჩევნებში პოლიტიკური ძალები მონაწილეობდნენ და მუდმივად ადასტურებდნენ იმას, აქვთ თუ არა ხალხის მხარდაჭერა. მე არ მომწონს სისტემა, როცა პარტიები იტყვიან ხოლმე, რომ ვიღაცას უთმობს. თუ ხარ პოლიტიკური ძალა და ქვეყანაზე იღებ პასუხისმგებლობას, მაშინ ყველა არჩევნებში უნდა მონაწილეობდე და თანაბრად უნდა ცდილობდე დაადასტურო საკუთარი გამარჯვება და კიდევ ერთხელ წარდგე ამომრჩევლის წინაშე“.

თინა ხიდაშელის ამ აზრს იზიარებს ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელმაც თავის ოფიციალურ ვებსაიტზე 27 მარტს გამოაქვეყნა შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა სია: სამტრედიაში მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ემზარ შუბლაძე იბრძოლებს, ბაღდათის რაიონში ხალხის მანდატის მოპოვებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ
ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმ პრობლემებს, რაც ხალხს გააჩნია და ამაზე ვისაუბროთ და არა იმაზე, რომ პროგნოზები გავაკეთოთ, თუ ვინ გაიმარჯვებს. ვინ გაიმარჯვებს და ვინ - არა, ამას გადაწყვეტენ ნაძალადევის მცხოვრებლები...
პაპუნა დავითაია

წიქორიძე შეეცდება, ხოლო თბილისში, ნაძალადევის რაიონში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი იქნება ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ მისი მონაწილეობა არჩევნებში არ არის უბრალო ფორმალობა და რომ ბოლომდე აპირებს ბრძოლას გამარჯვებისთვის:

„ეს არის სრულიად გულწრფელი ბრძოლა იმისათვის, რომ ჩვენ მოსახლეობის პრობლემები უფრო აქტუალური გავხადოთ პოლიტიკურ სპექტრში. მინდა გითხრათ, რომ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“ არ წყვეტს არჩევნების ბედს. ყველაფერს წყვეტს ქართველი ხალხი! არავის ვურჩევ ხიბლში ჩავარდნას. ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმ პრობლემებს, რაც ხალხს გააჩნია და ამაზე ვისაუბროთ და არა იმაზე, რომ პროგნოზები გავაკეთოთ, თუ ვინ გაიმარჯვებს. ვინ გაიმარჯვებს და ვინ - არა, ამას გადაწყვეტენ ნაძალადევის მცხოვრებლები“.
ეს არის ასევე გარკვეული ტესტი საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებისათვის. არსებობს კიდევ ერთი, ეგრეთ წოდებული „PR ფაქტორი”, რომელიც ძირითადი მოთამაშეებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია არჩევნების შემდგომი პერიოდისათვის...
სოსო გალუმაშვილი


ცხადია, ამომრჩეველზე იქნება დამოკიდებული არჩევნების საბოლოო შედეგი, რომელიც პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას” (GEPRA) უფროსი კონსულტანტის სოსო გალუმაშვილის თქმით, მხოლოდ პარლამენტში არსებული ბალანსის კორექტირების თვალსაზრისით არ იქნება მნიშვნელოვანი - არჩევნების შედეგად გაირკვევა ის, თუ ვის სასარგებლოდ იცვლება 1 ოქტომბრის შემდეგ მიღებული სტატუს კვო. და კიდევ:

„ეს არის ასევე გარკვეული ტესტი საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებისათვის. არსებობს კიდევ ერთი, ეგრეთ წოდებული „PR ფაქტორი”, რომელიც ძირითადი მოთამაშეებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია არჩევნების შემდგომი პერიოდისათვის“.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, სოსო გალუმაშვილი ვარაუდობს, რომ 27 აპრილისთვის დანიშნული შუალედური არჩევნები იქნება დაძაბული და თავისი სიმწვავით საზოგადოებას შეიძლება 1 ოქტომბრის არჩევნებიც კი გაახსენოს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG