Accessibility links

მაკედონიის პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი აირი იხმარა


მიგრანტები მაკედონიასა და საბერძნეთს შორის საზღვარზე პოლიციასთან შეტაკებისას დაშავებულ ამხანაგს ეხმარებიან.

მიგრანტები მაკედონიასა და საბერძნეთს შორის საზღვარზე პოლიციასთან შეტაკებისას დაშავებულ ამხანაგს ეხმარებიან.

მაკედონიის პოლიციამ საბერძნეთთან საზღვარზე ცრემლმდენი აირი და მანათობელი ყუმბარები იხმარა, რათა დაეშალა მიგრანტები და ლტოლვილები, რომლებიც ამ ქვეყანაში შეღწევას ცდილობდნენ. ათასობით ადამიანმა, ძირითადად სირიიდან, ავღანეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან, გაატარა ღამე სასაზღვრო ზონაში მას მერე, რაც მაკედონიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ჯარი შეიყვანა არეალში. მიგრანტებმა რამდენჯერმე სცადეს მაკედონიის პოლიციის წინააღმდეგობის გადალახვა.

მაკედონიის მთავრობამ საზღვრებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რითიც საბერძნეთ-მაკედონიის სასაზღვრო ზონაში მდებარე, მაკედონიის ქალაქ გევგელიაში ათასობით მიგრანტი იმყოფება მაკედონიაში შესვლის მოლოდინში. პოლიციას ბრძანება გასცეს, შეაჩეროს ხალხის ჯგუფები, რომლებიც ფეხით მიდიან ქალაქის რკინიგზის სადგურზე და იქიდან სერბიაში მიემგზავრებიან მატარებლით.

საერთაშორისო რკინიგზა, რომელიც სალონიკის სკოპიესთან აკავშირებს, ასევე ბლოკირებულია ათასობით მიგრანტის მიერ. მაკედონია მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენს მიგრანტებისთვის, რომლებიც ევროკავშირში საბერძნეთიდან შედიან და შემდეგ ევროკავშირის უფრო მდიდარ სახელმწიფოებში ცდილობენ გადასვლას. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაკედონიაში 39,000 მიგრანტამდე აღრიცხეს, უმრავლესობა სირიიდან და ავღანეთიდან იყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG