Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ძალა ნდობას“ - პოლიციის კამპანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ


შს სამინისტრომ, ევროკავშირის ხელშეწყობით, დაიწყო ახალი სოციალური კამპანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, „დაუნდობელი ბრძოლა“ გამოუცხადა ყველა მოძალადეს და დახმარებას დაპირდა მსხვერპლს. „ყველა იმ ადამიანის პირადი მტერი ვიქნები, ვინც აღმართავს ხელს ქალზე, ბავშვზე, მოხუცზე“… „არ შეშინდეთ, არ გაუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, მთელი ჩვენი უწყება თქვენს გვერდით ვართ, იმისთვის რომ დაგიცვათ“ - კამპანიის პრეზენტაციაზე ეს სიტყვები შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა წარმოთქვა. რატომ უნდა ვენდოთ პოლიციელებს? რას გეგმავენ სამართალდამცველები ძალადობის პრობლემასთან უკეთ საბრძოლველად და რა რჩევებს აძლევენ ისინი საზოგადოებას? გადაცემის სტუმრები: მაკა ფერაძე - შს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი და მაია ფელიშვილი - პოლიციელი ამ საკითხებზე საუბრობენ. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.

XS
SM
MD
LG