Accessibility links

logo-print

საქართველოს შეიარაღებული ძალები ერთადერთი ძალოვანი უწყებაა, სადაც სამხედრო მოძღვრის ინსტიტუტი სრულად განხორციელდა. ამჟამად ქართულ არმიაში მთლიანობაში 33 მოძღვარი ირიცხება, ისინი ჯარისკაცებთან ერთად არიან საბრძოლო მომზადებისა თუ საერთაშორისო სამხედრო ამოცანების შესრულების დროს. კაპელანებისაგან განსხვავებით სამხედრო ნაწილებში მყოფი მართლმადიდებელი მოძღვრები არ ატარებენ სამხედრო ფორმას, არ ექვემდებარებიან სამხედრო მეთაურებს, თუმცა ვარჯიშობენ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლაში, რათა აუცილებლობის შემთხვევაში შეძლონ საკუთარი თავის დაცვა. ჯარისა და ეკლესიის ურთიერთობაზე, ქართულ სამხედრო მოძღვრის ინსტიტუტის რაობაზე საუბრობს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო მოძღვარი დავით ლონდარიძე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG