Accessibility links

logo-print

ყოველკვირეულ სპორტულ პროგრამაში ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენების პერსპექტივებზე ისაუბრებენ სეოკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და სამბოს ფედერაციის წარმომადგენელი დავით ხაჩიძე; 75 წლის იუბილარი, სახელოვანი ვეტერანი კალათბურთელი და მწვრთნელი ლევან მოსეშვილი გაიხსენებს სპორტული ბიოგრაფიის რამდენიმე ეპიზოდს; გვექნება სატელეფონო ჩართვა ბერლინიდან, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე დასასწრებად იმყოფება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე; რადიომსმენელს გავაცნობთ ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს მოცურავეს, დავით სიხარულიძეს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG