Accessibility links

გადაცემა დაიწყება ბაქოდან სატელეფონო ჩართვით - ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი ისაუბრებს ევროპულ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტების წარმატებების შესახებ.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახი ცხადაძე გააანალიზებს გუნდის თამაშს პოლონეთის ნაკრებთან და მომავლის გეგმას გააცნობს რადიომსმენელებს.

ცნობილი ჟურნალისტი, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელია გაიხსენებს ქართული სპორტის სახელოვან წარმომადგენლებს, რომელთა შესახებ მის მიერ დაწერილი წიგნი ამ დღეებში მეორედ გამოიცემა, აგრეთვე შეაფასებს მოფარიკავეთა ახალ თაობას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG