Accessibility links

logo-print

მარია შარაპოვას პრესკონფერენცია


რუსმა ჩოგბურთელმა, მარია შარაპოვამ აღიარა, რომ იანვარში გამართული ავსტრალიის ღია პირველობის დროს მის სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს. ლოს-ანჯელესში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, უიმბლდონის ყოფილმა ჩემპიონმა და "გრენდ სლემის" ტურნირების ხუთგზის გამარჯვებულმა განაცხადა, რომ ნივთიერება, რომელიც ანალიზის შედეგად მის ორგანიზმში აღმოჩნდა, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA-მ) ახლახან შეიტანა აკრძალულ პრეპარატთა სიაში. არ მინდა, ჩემი კარიერა ასე დასრულდესო, უთხრა 28 წლის შარაპოვამ ჟურნალისტებს.

XS
SM
MD
LG