Accessibility links

logo-print

მუხათგვერდში პატივი მიაგეს ომში დაღუპულებს


10 აგვისტოს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიის ლიდერებმა პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა სხოვნას და გვირგვინით შეამკეს მათი მემორიალი. ძმათა სასაფლაოზე შეკრებილებმა განაცხადეს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოსთვის თავი დადეს არა მხოლოდ ქართველებმა და მართლმადიდებლებმა, არამედ სხვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებმაც. რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შედეგად დაიღუპა 500-მდე ადამიანი, დღემდე დევნილობაში რჩება 30 ათასამდე პირი.

XS
SM
MD
LG