Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში, ევროპაში კონფლიქტის დასრულების 70-ე წლისთავი აღინიშნა


8 მაისს, ვაშინგტონში, მეორე მსოფლიო ომის მემორიალს 50-ზე მეტმა ომისდროინდელმა თვითმფრინავმა გადაუფრინა, რითაც ევროპაში კონფლიქტის დასრულების 70-ე წლისთავი აღინიშნა.

ფრენაში პ-40 „ვარჰოუკი“, პ-51 „მუსტანგი“, ლეგენდარული ბ-17 „მფრინავი ციხესიმაგრე“ და სხვა ბომბდამშენი მონაწილეობდა.

გადაფრენის წინ, ომის ვეტერანებმა, ელჩებმა და შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებმა მემორიალი „თავისუფლების კედელი“ გვირგვინებით შეამკეს.

გადაფრენა, სახელად „დემოკრატიის არსენალი - მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების გადაფრენა“ პერლ ჰარბორიდან დაწყებული, მოკავშირეების ევროპაში შეჭრამდე ყველა ძირითად ბრძოლაში მონაწილე თვითმფრინავს მოიცავდა.

გადაფრენა, ოთხი თვითმფრინავის „დაკარგული მებრძოლის წყობით“ დასრულდა, რომელიც, ტრადიციულად, ბრძოლაში დაღუპული ავიატორების პატივსაცემად სრულდება.

XS
SM
MD
LG