Accessibility links

გაეროს კომისარი: ალეპო შესაძლოა „ვეებერთელა სასაფლაოდ“ გადაიქცეს


ალეპო

ალეპო

ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს კომისარი სტივენ ო'ბრაიენი აფრთხილებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ სირიის ქალაქი ალეპო შესაძლოა გადაიქცეს ერთ დიდ სასაფლაოდ იმ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო, რომელსაც სირიის სამთავრობო ჯარები ახორციელებენ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში გამაგრებული მეამბოხეების წინააღმდეგ.

ამის შესახებ იყო საუბარი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელზეც ალეპოში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობდნენ. ო’ბრაიენმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით ლონდონიდან ჩართვის დროს მოუწოდა გაეროს, რომ იმოქმედონ ალეპოში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად. სირიის სამთავრობო ჯარები აცხადებენ, რომ მათ მეამბოხეებისაგან გაათავისუფლეს აღმოსავლეთ ალეპოს დაახლოებით მესამედი.

გაეროს წარმომადგენლის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების გამო სახლები მიატოვა დაახლოებით 25 ათასმა ადამიანმა, დაახლოებით 1000 კაცი გამორბის ყოველდღიურად ქალაქიდან თავშესაფრის საძებნელად. ქალაქში დარჩენილებს კი პრაქტიკულად აღარ აქვთ საკვები და მედიკამენტები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG