Accessibility links

logo-print

მელანო სოხაძე: ხელოვანმა ადამიანს ფიქრის ახალი ხერხი უნდა შესთავაზოს


მელანო სოხაძე

მელანო სოხაძე

მელანო სოხაძე შვეიცარიის კონფედერაციაში, ჟენევაში, ცხოვრობს. მხატვარია. ისწავლა ხელოვნების და დიზაინის აკადემიაში ჟენევაში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მონაწილეობა მიუღია უამრავ გამოფენაში, თავისუფალია მხატვრული მასალის გამოყენებაში.დიდი ხანი არაა, რაც დაირქვა ხელოვანის ფსევდონიმი "მეიკო". ოქროპირ რუხაძესთან საუბარში მეიკო ამბობს, სახელი ყოველდღე შემიძლია ვიცვალო, მნიშვნელოვანი ისაა, რასაც ვაკეთებო. "უხილავი ფარდის" გადაცემაში - "უცხოეთში მცხოვრები ქართველი მხატვრები" - მელანო სოხაძესთან საუბრიდან შეიტყობთ, რომ ხელოვანმა „პატარა აფეთქება“ უნდა გამოიწვიოს მნახველში ყველგან, შვეიცარიაშიც და თბილისშიც, შეიტყობთ იმასაც, თუ რატომ დახატა ქრისტე ორფიგუროვანი, როგორ იწყებს მხატვარი ამა თუ იმ ნამუშევრის კეთებას და რა უბიძგებს მეიკო-მელანო სოხაძეს, შეუდგეს ახალ სამუშაოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG