Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ასათიანის ინტერVIEW იაგო კაჭკაჭიშვილთან


სალომე ასათიანის ინტერVIEW იაგო კაჭკაჭიშვილთან
please wait

No media source currently available

0:00 0:29:24 0:00

გადაცემა ინტერVIEW-ს პრაღის სტუდიაში ეწვია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი. გადაცემის წამყვანთან, სალომე ასათიანთან მისი საუბარი, ძირითადად, ეხება საკუთრივ სოციოლოგიას − დარგს, რომელსაც სოციალურ მეცნიერებებს შორის „ყველაზე ამბიციურს“ უწოდებენ. თუმცა, იაგო კაჭკაჭიშვილი, ამასთანავე, გვიზიარებს მოსაზრებებს იმაზეც, თუ რატომ პასიურობენ თსუ ლექტორები სასწავლებლის რეფორმის ირგვლივ გამოთქმულ ინიციატივებზე მსჯელობისას; რატომ ხდება, რომ სტუდენტური მღელვარების ფონზე პრაქტიკულად არ ისმის ლექტორების ხმა, რატომ არ გამოთქვამენ პროფესორ-მასწავლებლები პროტესტს აკადემიური სწავლებისა თუ სასწავლებლის მართვის თვალსაზრისით უნივერსიტეტში არსებული მწვავე პრობლემების გამო, და რა იწვევს იმას, რომ პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები თითქმის მუდამ უნდობლობისა თუ ცხარე დებატების საგანი ხდება.

XS
SM
MD
LG