Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი მეოთხე ვადით აპირებს გერმანიის კანცლერობას


ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მეოთხედ იყრის კენჭს ამ თანამდებობის დასაკავებლად. ამის თაობაზე იტყობინება მერკელის კონსერვატორული ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი. არჩევნები მომავალი წლის შემოდგომაზე გაიმართება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მისი პოპულარობის კლებას ადასტურებს, მაგრამ ის კვლავაც დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. გასულ წელს რეგიონულ არჩევნებში ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა დამარცხებები განიცადა. მაშინ, როცა მხარდამჭერები მოემატა მიგრანტთა მოწინააღმდეგე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რის მიზეზადაც ასახელებენ მერკელის მიერ მიგრანტებისთვის საზღვრების გახსნით უკმაყოფილებას. ანგელა მერკელი 2005 წლიდან უდგას სათავეში გერმანიის მთავრობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG