პროექტი - „ქალები საქართველოდან“
ფეისბუკის მეშვეობით გაგებული ქალების გულახდილი ამბები - ამბები თვითგადარჩენის, წარმატების, იმედგაცრუების და შემდეგ ისევ ფეხზე დადგომისა. პროექტის „ქალები საქართველოდან“ ფარგლებში, 30 ოქტომბრიდან მოყოლებული, უამრავმა ადამიანმა მოუსმინა აქამდე უცნობი ან უჩინარი ქალების ხმას. 150 ქალის მონათხრობი და პორტრეტი პროექტის დასრულების შემდეგ წიგნად შეიკვრება. დღევანდელ „გენდერულ ამბებში“ სწორედ ამ პროექტის თაობაზე ვისაუბრებთ. გადაცემის სტუმრები: ნინო გამისონია - თანაავტორი პროექტისა „ქალები საქართველოდან“; ნინო ბაიდაური - ფოტოგრაფი პროექტისა „ქალები საქართველოდან“; მაია ჩიტაია - თანაავტორი პროექტისა „ქალები საქართველოდან“. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება.
დაწერეთ კომენტარი