Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი შესაძლებლად მიიჩნევს სირიის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას


ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შესაძლებლად მიიჩნევს სირიაში მოქმედების გამო რუსეთისათვის ევროკავშირის სანქციების დაწესებას. მერკელის განცხადებით, ის და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დღეს ბერლინში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განიხილავენ ამ საკითხს. თუმცა შეხვედრიდან რამე სასწაულს არ უნდა მოველოდეთო, - დასძინა მერკელმა. ისიც და ოლანდიც სირიასა და რუსეთს მკაცრად აკრიტიკებენ ქალაქ ალეპოში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვისათვის. თუმცა, ბერლინში დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა არა სირია, არამედ კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში. მერკელთან, ოლანდთან და პუტინთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG