Accessibility links

logo-print

კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, შესაძლოა, სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდეს - ამას ითვალისწინებს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი „საჯარო რეესტრის შესახებ კანონში“ ცვლილებების შესახებ. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში გადავა მიწის ყველა ის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში კერძო საკუთრებად არ არის დარეგისტრირებული. მსგავსი შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს ერთი წლის განმავლობაში მიეცემათ საშუალება კონკრეტულ ნაკვეთებზე სახელმწიფოს საკუთრების გაუქმება მოითხოვონ და თავიანთი უფლება დაადასტურონ. არსებული მონაცემებით, საქართველოში მიწა კერძო საკუთრებაში ფაქტობრივ მომხმარებელთა დიდ უმრავლესობას არ აქვს ოფიციალურად გაფორმებული - კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწის მთლიანი მოცულობა, დაახლოებით, 20 პროცენტია. რატომ არ არეგისტრირებს გლეხობა მიწებს და რას ფიქრობს იგი მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებაზე? - ამ თემაზე „რეგიონალურ მაცნეში“ შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ზუგდიდიდან, ახალციხიდან და ქუთაისიდან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG