Accessibility links

logo-print

150-ს მიაღწია 26 ოქტომბერს სამხრეთ აზიაში მომხდარი ერთ-ერთი უძლიერესი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ. 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ავღანეთის ჰინდუკუშის რეგიონში მდებარეობდა. მიწისძვრით გამოწვეული ბიძგები ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და შეარყია ქაბულში, ისლამაბადსა და დელიში მდებარე შენობები.120 კაციპაკისტანში დაიღუპა, 30 - ავღანეთში. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის კორესპონდენტმა საკუთარი თვალით იხილა ჩამონგრეული სახლები ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ბაღლანის პროვინციაში. მიწისძვრამ დააზიანა ელექტროგაყვანილობისა და კავშირგაბმულობის ხაზები. ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით 17 ადამიანი, მათ შორის 12 გოგო დაიღუპა ქალაქ ტალოგანის სკოლასთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG