Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთმა დაიწყო მიგრანტების დეპორტაცია თურქეთში


მიგრანტთა უფლებების დამცველი აქტივისტი აპროტესტებს დეპორტაციის პროცესს. ქალაქი დიკილი
მიგრანტთა უფლებების დამცველი აქტივისტი აპროტესტებს დეპორტაციის პროცესს. ქალაქი დიკილი

საბერძნეთმა დაიწყო მიგრანტების პირველი ნაკადის დეპორტაცია თურქეთში. ეს არის ევროკავშირის შუამავლობით შემუშავებული იმ გეგმის ნაწილი, რაც ევროპაში მასობრივი მიგრაციით გამოწვეული კრიზისის შემსუბუქებას ისახავს მიზნად.

თურქეთის დროშით მცურავი ორი სამგზავრო კატარღით საბერძნეთის კუნძული ლესბოსი დატოვა 131 მიგრანტმა. მიგრანტებს, რომელთა უმრავლესობაც პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან არიან, ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო „ფრონტექსის“ წარმომადგენლები თანხლებით, დასავლეთ თურქეთის ქალაქ დიკილიში ჩაიყვანენ. ევროკავშირი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ ანკარა უკან დააბრუნებს ყველა მიგრანტს, რომლებიც საბერძნეთში არალეგალურად ჩავიდნენ, სანაცვლოდ ევროკავშირი თავშესაფარს მისცემს ყველა სირიელ დევნილს, რომლებიც პირდაპირ ჩავიდნენ თურქეთიდან. ბრიუსელი ასევე დაჰპირდა ანკარას, უფრო მეტი თანხების გამოყოფას, უვიზო მიმოსვლას თურქეთის მოქალაქეებისათვის და მეტ პროგრესს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG