Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში გაიმართა ჰერმან ვან რუმპესა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა


მიხეილ სააკაშვილი, ჰერმან ვან რუმპე
მიხეილ სააკაშვილი, ჰერმან ვან რუმპე
ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 14 ნოემბერს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რუმპეს შეხვდა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჰერმან ვან რუმპემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩვენებს და ევროკაშირის სახელით გამოთქვა მზადყოფნა, რომ ინტენსიურად და ეფექტიანად ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტთან და ახალ მთავრობასთან ერთობლივი საკითხები გარშემო.

„მე გამოვთქვი რწმენა, რომ პრეზიდენტი ეფექტიანად ითანამშრომლებს მთავრობასთან კოჰაბიტაციის პერიოდში. ასევე ხაზი გაუსვი იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც საქართველოს განვითარებაში კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიციას შეუძლია ითამაშოს.“ - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა თავსი მხრივ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მთელ ძალისხმევას მოახმარს „ევროკავშირში გაწვერიანების პერსპექტივის“ გაჩენას.

„ჩვენ უკვე ვართ იმ ეტაპზე, რომ თუ სწორად ვიმოქმედებთ საქართველოში, თუ რაღაც საოცრებებს არ ჩავიდენთ, თუ კონფრონტაციას და კინკლაობას არ გადავაყოლებთ საქმეს, ჩვენ შევძლებთ, რომ საქართველო არა მხოლოდ დაუახლოვდეს ევროკავშირს, არამედ გაუჩნდეს პერსპექტივა, რომ გახდეს ევროკავშირის ნაწილი“, - განაცხადა ბრიუსელში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG