Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა პარლამენტერთა პრემიების შესახებ ინფორმაცია


საქართველოს წინა და ამ მოწვევის პარლამენტის წევრებმა 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით პრემიის სახით 2 მილიონ 687 ათას 752 ლარი მიიღეს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პარლამენტიდან მოპოვებული და საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციით, წინა მოწვევის პარლამენტში პრემიებით წაახალისეს ლეიბორისტული პარტიიდან არჩეული დეპუტატებიც, რომლებიც ბოიკოტის გამო არცერთ სხდომას არ დასწრებიან. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განმარტებით, პარლამენტში, ისევე როგორც სხვა საჯარო დაწესებულებებში, პრემიები გაიცემა არა ზეგანაკვეთური სამუშაოს, განსაკუთრებული დამსახურების ან საქმიანობის წახალისების მიზნით, არამედ მხოლოდ სახელფასო დანამატის სახით. 2012 წელს, წინა მოწვევის პარლამენტში ყველაზე დიდი პრემია - 31 650 ლარი მიიღო დავით ბაქრაძემ და 18 ათასიდან 27 ათას ლარამდე მერყეობდა გიორგი წერეთლის, მიხეილ მაჭავარიანის, გიორგი გაბაშვილის, დავით დარჩიაშვილის, ხათუნა გოგორიშვილის, პავლე კუბლაშვილის, აკაკი მინაშვილის, ნუგზარ წიკლაურის, ჩიორა თაქთაქიშვილის, გიორგი თარგამაძის და კიდევ რამდენიმე დეპუტატის პრემია. ახალი მოწვევის პარლამენტში ყველა დიდი პრემია - 9 162 ლარი მიიღო დავით უსუფაშვილმა და 7-დან 8 ათას ლარამდე მერყეობდა მურმან დუმბაძის, მანანა კობახიძის, ზურაბ აბაშიძის, ზვიად ძიძიგურის, გიორგი ბარამიძის, ირაკლი ჩიქოვანის და კიდევ ათზე მეტი დეპუტატის პრემია.
XS
SM
MD
LG