Accessibility links

ეკვადორში 413-მდე გაიზარდა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


მიწისძვრის შედეგები ეკვადორში

მიწისძვრის შედეგები ეკვადორში

ეკვადორის მთავრობის მონაცემებით, 413-მდე გაიზარდა 16 აპრილის საღამოს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რიცხვი. დაშავებულია ათასობით ადამიანი.

შიშობენ, რომ მსხვერპლი მეტია, რადგან ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ეგულებათ მიწისქვეშა ბიძგებით დაზიანებული შენობების ნანგრევებში. პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ ეკვადორში ბოლო ათწლეულების უდიდესი კატასტროფა უწოდა მიწისძვრას, რომლის სიმძლავრე 7,8 იყო. მან ვერტმფრენიდან დაათვალიერა სტიქიით დაზარალებული რეგიონი და „თითქმის განადგურებული“ უწოდა ქალაქებს პორტოვიეხოს და მანტას. სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან შვეიცარიიდან, ესპანეთიდან და რამდენიმე ლათინურამერიკული ქვეყნიდან ჩასული ექსპერტები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG