Accessibility links

მოძრაობა ინტუიციით


დათო ყვირილიანს ვარკეთილიდან, დის სახლიდან ფონიჭალამდე, თავის სახლამდე მისასვლელად ორი ადამიანის დახმარება მაინც სჭირდება - ერთი, ვინც გაჩერებამდე მიაცილებს და ავტობუსში ასვლაში მიეხმარება და მეორე, ვინც დანიშნულების ადგილას, ბოლო გაჩერებაზე დახვდება და გზაზე გადაიყვანს. დათო უსინათლოა. თავის უბანში გზას ინტუიციისა და თეთრი ხელჯოხის დახმარებით იკვლევს, თუმცა არაადაპტირებული გარემოს გამო ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. დათოს მსგავსად, ეს პრობლემა ასობით სხვა უსინათლოს, მცირე მხედველობისა თუ სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აწუხებს. სწორედ არაადაპტირებული გარემოა ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ ხალხს სახლიდან გარეთ გასვლა არ შეუძლია.

XS
SM
MD
LG