Accessibility links

logo-print

მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პირველი წელი


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი

ერთი წელი გავიდა საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნიდან. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ზედამხედველობს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესრულებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას, რისთვისაც ინსპექტორი კანონის ფარგლებში ამოწმებს საჯარო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას. როგორი იყო პირველი წელიწადი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისათვის და რამდენად ეფექტიანია კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომლითაც განსაზღვრულია ინსპექტორის მანდატი?

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კანონის ფარგლებში ამოწმებს საჯარო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას. წლის განმავლობაში, ინსპექტორის ინიციატივით და მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე, ინსპექტირება ჩაუტარდა16 სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს; მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა 20-ზე მეტი კერძო ორგანიზაციიდან, რის შედეგადაც, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ამბობს, ინფორმაციის ნაწილი წაიშალა, ნაწილი კი გასწორდა; ასევე შეწყდა მონაცემთა დამუშავება და გამოსწორდა ნაკლოვანებები.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი საქმე ეხებოდა საჯარო მოხელეების პოლიტიკური შეხედულებების შემცველ ინფორმაციას და ყველა ის კითხვარი, რომელიც იყო შევსებული და გამოხატავდა პოლიტიკურ შეხედულებას, განადგურდა, რადგანაც ეს არის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, ისევე როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა, რომელთა დამუშავება ზოგადად აკრძალულია, თუ კანონი სპეციალურ გამონაკლისებს არ უშვებს და ეს შემთხვევა არც ერთ გამონაკლისში არ ჯდებოდა.

სახელითა და გვარით დაწყებული, ბარათის ნომრით დამთავრებული, თითის ანაბეჭდი, ფოტოსურათი და ა.შ.. თითოეული ადამიანის პირადი მონაცემები (საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით) საშუალოდ ინახება 150-დან 1500-მდე მონაცემთა ბაზაში იმისდა მიხედვით, სად უფრო აქტიურია მოქალაქე...

ჩვენს აპარატს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენისა და შესაბამისი სანქციების გამოყენების საშუალება გვაქვს. როგორც კი დანაშაულის ნიშნებს აქვს ადგილი, სამართალდამცავი ორგანოები ერთვებიან გამოძიების და შემდგომი განხილვის ეტაპზე“, უთხრა თამარ ქალდანმა რადიო თავისუფლებას.

თამარ ქალდანის თქმით, შეუძლებელია ერთ წელიწადში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვა, რადგანაც ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისტემის შექმნა დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ხელისუფლების, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოქალაქეთა აქტიურობა, რათა მათი პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ხოლო მონაცემების მოპოვება და შენახვა ხდებოდეს კანონის სრული დაცვით. მაინც რა არის პერსონალური მონაცემები? ამ კითხვის პასუხად თამარ ქალდანი ამბობს, რომ ყველაფერი პერსონალური მონაცემებია, რითაც შეიძლება კონკრეტული პიროვნების იდენტიფიცირება:

„სახელითა და გვარით დაწყებული, ბარათის ნომრით დამთავრებული, თითის ანაბეჭდი, ფოტოსურათი და ა.შ.. თითოეული ადამიანის პირადი მონაცემები (საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით) საშუალოდ ინახება 150-დან 1500-მდე მონაცემთა ბაზაში იმისდა მიხედვით, სად უფრო აქტიურია მოქალაქე. აქედან გამომდინარე, ყველა საჯარო დაწესებულება და ყველა კერძო ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებლებზე, მოქალაქეებზე მუშაობს, მათ აქვთ დიდი დოზით პერსონალური მონაცემები. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მთავარია, რომ ამ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება, გამოყენება და გასაჯაროება ხდებოდეს კანონის დაცვით“.

სამართლებრივი სივრცე, რომელიც არსებობს დღეს, არ არის ეფექტური, ვინაიდან ინსპექტორი დღეს მოქმედი კანონით არის საკმაოდ სუსტი, ინიშნება მთავრობის მიერ...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის ამოქმედებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, რომელიც ავტორია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში პირველი მოსმენით შეტანილი ცვლილებებისა. ლაშა ტუღუშის თქმით, უნდა გაიზარდოს ინსპექტორის უფლებამოსილება:

„სამართლებრივი სივრცე, რომელიც არსებობს დღეს, არ არის ეფექტური, ვინაიდან ინსპექტორი დღეს მოქმედი კანონით არის საკმაოდ სუსტი, ინიშნება მთავრობის მიერ. არადა, ინსპექტორის ძირითადი ფუნქცია არის კონტროლი იმ სისტემებისა, რომლებიც მთავრობის ქვეშ არის და როგორ წარმოგიდგენიათ ინსპექტორი, რომელსაც ნიშნავს მთავრობა, აკონტროლებდეს მთავრობას“.

ლაშა ტუღუშის თქმით, უნდა შეიცვალოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დანიშვნის წესი: მთავრობის მეთაურის ნაცვლად, მას პარლამენტი უნდა ნიშნავდეს. ინსპექტორის ინსტიტუტისა და როლის გაძლიერებას მნიშვნელოვანდ მიიჩნევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაურიც:

მოსახლეობის უმეტესობა არის შეწუხებული იმით, რომ ყოველდღიურად ათობით სარეკლამო sms-ს იღებს კომპანიებისგან. გაუგებარია, ვინ აწვდის ამ კომპანიებს ჩვენს ტელეფონის ნომრებს...

„პირველ რიგში, აქ საუბარი იქნება იმაზე, რომ იგი აქტიურად ჩაერთვება მაშინ, როცა დაიწყება კონკრეტული პირის მოსმენა, იმიტომ რომ როდესაც შს სამინისტროს ან საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი მიმართავს სასამართლოს და სასამართლო მას მისცემს უფლებას, რომ განახორციელოს მოსმენა ან თვალთვალი, ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია ასევე გადაეცემა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს და მას უკვე ყველა ბერკეტი ექნება იმისა, რომ მთელი ამ პროცესის მონიტორინგი განახორციელოს“.

ეკა გიგაურის თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით პრობლემებია როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. ყველაზე თვალშისაცემია კერძო კომპანიების წვდომა მოქალაქეთა მობილურ ტელეფონებზე.

„მოსახლეობის უმეტესობა არის შეწუხებული იმით, რომ ყოველდღიურად ათობით სარეკლამო sms-ს იღებს კომპანიებისგან. გაუგებარია, ვინ აწვდის ამ კომპანიებს ჩვენს ტელეფონის ნომრებს. და მეორეა მთავრობის ნაწილი. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც საგამოძიებო ორგანოებია, რმოლებსაც აქვთ ულიმიტო წვდომა მობილურ ოპერატორებში დაცულ ინფორმაციაზე“, უთხრა ეკა გიგაურმა რადიო თავისუფლებას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი კი მიიჩნევს, რომ მონაცემთა ეფექტიანი დაცვისათვის მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეთა გათვითცნობიერება, ასევე საჯარო და კერძო ორგანიზაციებში მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტების დანერგვა. ამ მიზნით ერთი წლის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 600-მდე კონსულტაცია გასწია და მონაცემთა დაცვის თემაზე 500-მდე საჯარო მოხელესა და კერძო ორგანიზაციის - მათ შორის შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს - წარმომადგენლებს ჩაუტარა ტრენინგი,.

XS
SM
MD
LG