Accessibility links

logo-print

ალეკო ცქიტიშვილი სახალხო დიპლომატიის როლზე კონფლიქტების მოგვარებისას


5 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი. მასთან საუბრის თემა იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და სახალხო დიპლომატიის როლი სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების მოგვარებისთვის პერსპექტივის შექმნაში. სტუმარმა მსმენელს გააცნო წიგნი - "ნდობა და მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში", რომელშიც თავმოყრილია კავკასიელი და დასავლელი ავტორების სტატიები კონფლიქტების ისტორიასა და მათი მოგვარების გზებზე. სტატიებში მოთხრობილია ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე კონფლიქტების გამოცდილებაზეც. ალეკო ცქიტიშვილმა ილაპარაკა ნდობის აღდგენისა და შერიგების გზაზე მართლმსაჯულების მნიშვნელობაზე და კერძოდ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებაზე - გამოიძიოს 2008 წლის ომი. ალეკო ცქიტიშვილმა განმარტა აგრეთვე, რა მნიშვნელოვანია ომით დაზარალებულების აქტიურობა ამ ეტაპზე, როცა პროკურორი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეთა პალატის დასტურს ელოდება. მოსაზრებების წერილობით წარდგენის ვადა 2008 წლის ომით დაზარალებულებს 13 ნოემბრიდან 30 დღის განმავლობაში მიეცათ.

XS
SM
MD
LG