Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი კლდიაშვილი


22 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი კლდიაშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" დირექტორი. მან ილაპარაკა საჯარო სამსახურის რეფორმაზე. პარლამენტში დაიწყო "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა. ახალი კანონი ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან. იგეგმება პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის ჩამოყალიბება. პროფესიული საჯარო მოხელე იქნება პირი, რომელიც უვადოდ დაინიშნება და დანიშვნა მხოლოდ კონკურსის წესით მოხდება. საჯარო მოხელედ დანიშვნა და გათავისუფლება აღარ იქნება დაკავშირებული ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებთან.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG