Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: მედეა ხმელიძე და ირმა ხონელიძე


მედეა ხმელიძე და ირმა ხონელიძე

მედეა ხმელიძე და ირმა ხონელიძე

2 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ ირმა ხონელიძე, „დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" გენერალური დირექტორის მოადგილე და მედეა ხმელიძე, "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" წარმომადგენელი. მათ ილაპარაკეს ტუბერკულოზის, შიდსისა და მალარიის პროგრამების დაფინანსების საქართველოს ბიუჯეტზე გადასვლის პროცესზე. ირმა ხონელიძემ განმარტა რომ "გლობალური ფონდის" დაფინანსებიდან საქართველოს ბიუჯეტის დაფინანსებაზე გადასვლის პროცესი არ დააზიანებს პროგრამების მიმდინარეობას და მის ბენეფიციარებს. მედეა ხმელიძემ კი ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი - სათემო ორგანიზაციების როლზე ზიანის შემცირების, დაავადებათა გავრცელების პრევენციისა და დესტიგმატიზაციის საქმეში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადებათა შემთხვევების გამოვლენისთვის. ორივე რესპონდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოში მკურნალობის საშუალებებისა და მეთოდების ხარისხიანობას. 28-30 სექტემბერს თბილისში გაიმართა წარმომადგენლობითი რეგიონული შეხვედრა - "აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში აივისა და ტუბერკულოზის პასუხის ადგილობრივ დაფინანსებაზე წარმატებით გადასვლის შესახებ".

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG